ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Royal HaskoningDHV"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „Royal HaskoningDHV"-ის შვილობილი კომპანიის „Business Unit Industry & Energy" -ი დირექტორმა ერიკ ტშველემ მდინარე ტეხურას კასკადის მშენებლობის მიზნით მოაწერეს.
მემორანდუმი ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით, პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. კომპანიამ კვლევა 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება დაინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ პროცედურებს დაიწყებს.
ტეხურას კასკადი ოთხ ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს:
· „ლეჩეხა ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 18,4 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 90,8 მლნ კვტ.საათი.
· „ერჯია ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 29,1 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 133,7 მლნ კვტ.საათი.
· „ცხიმრა ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 27,6 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 134,4 მლნ კვტ.საათი.
· „ნობულევი ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 42 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 197,4 მლნ კვტ.საათი.
„Business Unit Industry & Energy" სამხრეთ აფრიკული კომპანიის „Royal HaskoningDHV" შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინვესტირებას პირველად ახორციელებს. კომპანიას ენერგეტიკაში და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში მუშაობის 130 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს 35 ქვეყანაში მუშაობს და აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასა და ელექტრონაწილების წარმოებაში.