reportiori.ge - რობიზონ მარგველანი: კიტოვანმა, გიორგაძემ, შევარდნაძემ, გურამ აბსანძემ, სიგუამ, მანანა არჩვაძემ და იოსელიანმა მიიყვანეს გამსახურდია თვითმკვლელობამდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:01
მთავარი თემა
რობიზონ მარგველანი: კიტოვანმა, გიორგაძემ, შევარდნაძემ, გურამ აბსანძემ, სიგუამ, მანანა არჩვაძემ და იოსელიანმა მიიყვანეს გამსახურდია თვითმკვლელობამდე!
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 02:26



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსის რობიზონ მარგველანის განცხადებით, გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ვერც კონსტანტინე გამსახურდიას საგამოძიებო ჯგუფმა გამოიძია, რადგან არსებობს ნიუანსები, რომელიც მან თავად იცის, ხოლო საგამოძიებო ჯგუფმა ეს ვერ გაარკვია...



„როდესაც ზვიად გამსახურდია პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ხელახლა მოხდა მისი გაპატიოსნება, გიორგი გამსახურდია შევიდა და ცხედარი დაათვალიერა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ დაინახა, თითზე როგორ ემჩნეოდა სასხლეტის კვალი, შავი ზოლი.

 

როდესაც ცოტნე გამსახურდია იძახის, პრეზიდენტი ნაწამები იყოო. ესე იგი, ყველა დოყლაპია ყოფილა, გროზნოში ვინც იყო, დაწყებული დუდაევიდან, დამთავრებული თავისი ძმებით, რომ ვერ შეამჩნიეს ზვიად გამსახურდიაზე წამების კვალი?

 

კოკო გამსახურდიამ ეს ვერ იპოვა, სად იყო პრეზიდენტის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა და პრეზიდენტის ბეჭედი. მე დამდო ბრალი, რომ თურმე ის მე გადამიმალია და შემინახია. დიახ! ის იარაღიც და ბეჭედიც მე შევინახე იმისთვის, რომ როდესაც გამოძიებას დასჭირდებოდა, ის იარაღი და ბეჭედი უნდა მიმეტანა.

 

ჯონსონ კვარაცხელია, ვის ეზოში  ზვიადი დავასაფლავეთ, მეორე დღეს წავიყვანე, მისი ხალხის უკან იყო დიდი ტყე, ტყეში ვიპოვე დიდი კაკლის ხე, გავთხარე ორმო კაკლის ძირში და იარაღი და ბეჭედი იქ დავმარხე. ჯონსონიც გავაფრთხილე, რომ არავისთვის ეთქვა. თუმცა, საუბედუროდ, ჯონსონი არ დაელოდა ჩემს მისვლას და ის იარაღი და ბეჭედი გადასცა მანანა არჩვაძეს, როგორც მე თავად ჯონსონ კვარაცხელიამ მითხრა. ეს იარაღი მანანამ აჩუქა თავის შვილს - გიორგი გამსახურდიას და მაქვს ინფორმაცია, რომ დღესაც იმ იარაღით დადის გიორგი გამსახურდია თბილისში. ამიტომ არ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოძიება სანდო, რომ ეს პატარა ნიუანსი ვერ გაარკვია.

 

ხმამაღლა ვაცხადებ, კიტოვანმა, გიორგაძემ,  შევარდნაძემ, გურამ აბსანძემ, სიგუამ, მანანა არჩვაძემ და იოსელიანმა მიიყვანეს ზვიად გამსახურდია თვითმკვლელობამდე! ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ და ფაქტებით დავუმტკიცებ ყველას ამას!" -  აცხადებს მარგველანი.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016