reportiori.ge - მამუკა ივანიაძის ოჯახს უთვალთვალებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:42
სამართალი
მამუკა ივანიაძის ოჯახს უთვალთვალებენ
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 21:26

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას და მის ოჯახს სისტემატურად უთვალთვალებენ. როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიაძემ განაცხადა, პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრის შემდეგ, მის სახლთან რამდენიმე მანქანის მოძრაობამ და თვალთვალმა სისტემატური ხასიათი მიიღო. 

"ისინი ჩემი ოჯახის წევრებსაც არ ერიდებიანსისტემატურად დაგვყვებიან, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჩემს მცირეწლოვან ბავშვებს სახლიდან გასვლის ეშინიათ," - აღნიშნა  ივანიაძემ.
მამუკა ივანიაძის ადვოკატის, მაია ხუციშვილის თქმით, თვალთვალის შესახებ ინფორმაცია 18 ივლისს ივანიაძის დაკითხვის ოქმშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, არსებობს დამადასტურებელი ვიდეო მასალაც, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიებას მიეწოდება. თუმცა, ადვოკატი აცხადებს, რომ  გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.

მაია ხუციშვილმა პროკურატურაში  განვითარებული მოვლენების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

მისი ინფორმაციით, როდესაც ივანიაძე პროკურატურაში იმყოფებოდა, ოთახის კარი  უცნობმა პირმა შეაღო და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს გარეთ გასვლა სთხოვა. 
"გამომძიებელი კარის ზღურბლთან დადგა, რა დროსაც ჩვენს გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა  - "იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაინც ყოფილი მინისტრია", - განაცხადა მაია ხუციშვილმა.

ადვოკატმა აღნიშნული ფაქტის, შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლისგან უარი მიიღო. საბოლოოდ კი, დაკითხვის ოქმს ივანიაძემ და მისმა ადვოკატმა ხელი არ მოაწერეს. 
მაია ხუციშვილის ინფორმაციით, გამომძიებელმა ივანიაძეს გარანტია მისცა, რომ არ დააკავებდა თუ იტყოდა, რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება.

მამუკა ივანიაძე და მისი ადვოკატი  "ყოფილი მინისტრის ქუჩაში დაკავების შესახებ" საუბარს ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016