ორგანიზაცია „მოქალაქეს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს აფასებს და „გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერი საკმაოდ წარმატებულად უძღვება თავის საქმეს.
ივანიშვილის განცხადებით გადაცდომები მუშაობის პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
„ღარიბაშვილი საკმაოდ პრინციპული, განათლებული და კარგი ორგანიზატორი გამოდგა. ჩემთვისაც სანტერესო იყო.
უნაკლო ადამიანი არ არსებობს. ვინც ფიქრობს, რომ ნაკლი არ აქვს, მას ყველაზე დიდი ნაკლი აქვს. არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს არც ერთი მოხელე, არც ერთი პირი, რომ საქმის კეთების დროს გადაცდომები არ ჰქონდეს. მთავარია სწორი სწორება, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს. მე მაქვს მხედველობაში რაც გუნდს დავუტოვე და გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს ყველაფერს.
პირველ რიგში კანონი უნდა დაიცვან."- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)