reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:37
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს
30 ივლისი, 2015. 14:55


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.


 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რომლის დროსაც განიხილეს დამატებითი რამდენიმე შენიშვნა, რომელიც წარმოდგენილ იქნა სავალუტო ფონდის მხრიდან. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი იქნას გათვალისწინებული და როდესაც სექტემბერში სავალუტო მისიის ვიზიტი შედგება საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მიერ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისი თქმით, მიზანშეუწონელია, რომ რაიმე ახალი პროცესი დაიწყოს და მოხდეს ახალი ინიციატივების განხილვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციებში.



ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, მითუმეტეს პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ აღარ რჩება არანაირი მიზეზი, რომ ვეტო იქნას გამოყენებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ მთავარ სადავო საკითხებზე, რომელიც სავალუტო ფონდის მხრიდან იქნა წარმოდგენილი.



აქ არის საუბარი პარიტეტის გამყარებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილე საბჭოს წევრებსა და დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის, გათავისუფლების სიიოლესთან დაკავშირებით და ეს შენიშვნა გაზიარებულია. ასევე, გაზიარებული იქნება შენიშვნა სასამართლოსთან დაკავშირებით. არის კიდევ რამოდენიმე შენიშვნა, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ერთადერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და სავარაუდოდ ვერ იქნება გაზიარებული, ეს არის გარდამავალი პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა, გარდა ამ ერთისა სავარაუდოდ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიცია, მისი პოზიცია არის ძალიან ცხადი. ამ ტიპის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობაზე საერთოდ საუბარი არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016