reportiori.ge - ილია მეორე: ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს სხვა მანქანა გაჩერდება, მიესალმეთ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:25
რელიგია
ილია მეორე: ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს სხვა მანქანა გაჩერდება, მიესალმეთ...
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 01:38


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი.


„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის - მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი", - აღნიშნა პატრიარქმა.


მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ.

 

"მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", - აღნიშნა პატრიარქმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016