reportiori.ge - ტაშისკარისა და ქვიშხეთის გაზიფიცირება დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:52
რეგიონები
ტაშისკარისა და ქვიშხეთის გაზიფიცირება დასრულდა
01 ნოემბერი, 2013. 14:14

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. მინისტრმა და სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი და ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა აანთეს.

კომპანიამ სოკარ ჯორჯია გაზი" სოფელ ტაშისკარისა და სოფელ ქვიშხეთის მიმართულებით, 37,5 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა. ასევე, განხორციელდა სოფლების სრული დაქსელვა, რის შედეგადაც ორივე სოფელში მცხოვრებ 1460-მდე პოტენციურ აბონენტს ზამთრის სეზონის დადგომამდე გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.

კომპანიამ სამუშაოები ორ ეტაპად განახორციელა.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016