ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გავლენიანი და წარმატებული ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილი ეყრება, - ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ამერიკული ტაბლოიდი ავრცელებს.
შარშან, ზაფხულში პიტმა და ჯოლიმ ოფიციალურად იქორწინეს, მათ შორის უთანხმოება სწორედ ურთიერთობის დაკანონების შემდეგ დაწყებულა. წყვილთან დაახლოებული პირი ტაბლოიდთან საუბარში აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი განქორწინებამდე ანჯელინას გამო მივიდა: „ბრედი ამბობს,რომ ანჯელინა მის ყველა ნაბიჯს აკონტორლებს, ქორწილის შემდეგ კი, სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, ადრე პიტს მოსწონდა, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ჯოლი რომ იღებდა, მაგრამ ახლა, ამან ძალიან დაღალა". ინსაიდერის თქმით, განქორწინება პიტის სურვილით ხდება, მას უკვე ანჯელინასთვის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უცნობებია, მიზეზად კი ის დაუსახელა, რომ თავს უბედურად გრძნობს.
ვარსკვლავური წყვილის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას, მასმედიის საშუალებები ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე ავრცელებდნენ, პაპარაცებმა შემთხვევით გადაიღეს, სიდნეის ცენტრში მდებარე სასტუმროში, მეუღლეები ურთიერთობას ხმაურიანად როგორ არკვევდნენ. ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საზოგადოებას განქორწინების შესახებ ინფორმაციას წლის ბოლოს მიაწვდიან, რადგან ნოემბრის შუა რიცხვებში მათი ერთობლივი ნამუშევრის, სახელწოდებით „ზღვის პირას" პრემიერაა დაგეგმილი.