reportiori.ge - კონსერვატორიაში ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი ჩატარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:23
კულტურა
კონსერვატორიაში ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი ჩატარდა
01 ნოემბერი, 2013. 15:12

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.

საღამოს დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის, სიმფონიური ორკესტრის წამყვანმა სოლისტებმა ირინე რატიანმა, კახაბერ თეთვაძემ და ნიკოლოზ ლაგვილავამ, ასევე, მოწვეულმა სოლისტებმა რამაზ ჩიკვილაძემ და ნუგზარ გამგებელმა.

რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი ფესტივალის თბილისი 2013- თანამედროვე მუსიკის საღამოები" ფარგლებში იმართება.

ფესტივალი სისტმატურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ფესტივალი ხუთი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - რიჰარდ ვაგნერი-200; ჯუზეპე ვერდი-200; კარლჰაინც შტოკჰაუზენი- 85; დიერდ ლიგეტი-90; ანდრეი ვოლკონსკი-80.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016