reportiori.ge - 7 აუცილებელი წესი დღეგრძელობისთვისა და ჯანმრთელობისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:50
სხვადასხვა
7 აუცილებელი წესი დღეგრძელობისთვისა და ჯანმრთელობისთვის
ავტორი:
09 აგვისტო, 2015. 18:49




როგორც სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებმა და მეცნიერებმა გამოიკვლიეს, იმისთვის, რომ სიმსივნესა და სხვა დაავადებებს შეეწინააღმდეგოთ, ცხოვრების რეჟიმი უნდა შეცვალოთ და დაიცვათ რამდენიმე აუცილებელი წესი. ამ წესების დაცვა ჩვენი დღეგრძელობისა და ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.



1. არ მოწიოთ - კაცობრიობამ რომ არ იცოდეს, რა არის მოწევა, თურმე, 30 პროცენტით ნაკლები იქნებოდა სიმსივნური დაავადებების რაოდენობა. გარდა ამისა, ფილტვების კიბოს შემთხვევების 80 პროცენტის მიზეზი სწორედ თანბაქოს მოწევაა.


2. აკონტროლეთ წონა - ზედმეტი წონა განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ბევრმა კვლევამ დაადასტურა კავშირი ზედმეტ წონასა და მსხვილი ნაწლავის, მკერდისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს შორის.


3. სწორად იკვებეთ - ონკოლოგიური დაავადებების 30 პროცენტი არასწორი კვების დამსახურებაა. აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში ბევრი ხილი, ბოსტნეული და ტევზი. წითელი ხორცი კი თურმე (საქონლის, ღორის და ა.შ.) ზრდის კუჭისა და სწორი ნაწლავის განვითარების რისკს.


4. იმოძრავეთ - რეგულარული ვარჯიში მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ოპტიმალური ვარიანტია კვირაში 3-4-ჯერ მაინც რომ ივარჯიშოთ, ნახევარი საათით. თუნდაც მსუბუქი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სირბილი, სიარული.


5. უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე - მაგარი სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება ხელს უწყობს სასის, ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.


6. რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები - პირველ სტადიაზე სიმსივნე თითქმის ყოველთვის განკურნებადია. ამიტომ მნიშვნელოვანია, პერიოდულად გამოკვლევები ჩაიტაროთ.


7. გაითვალისწინეთ მემკვიდრეობითობა - თუ თქვენი უახლოესი ნათესავები სიმსივნით იყვნენ დაავადებულნი, ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ გამოკვლევები.



წყარო - mshoblebi.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016