საბავშვო ბაღში პირველად შედიხართ? როგორ უნდა მოემზადოთ და რა უნდა იყიდოთ - წარმოგიდგენთ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალს.
1. საცვლები - 6-7 წყვილი მაინც აუცილებლად უნდა გქონდეთ, რადგან შესაძლოა ბაღში გამოსაცვლელის ტარებაც დაგჭირდეთ.
2. რეიტუზები - 5 ცალი და წინდები.
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. სასურველია ნატურალური მასალის და ე.წ. "ფხრიწიანი" შესაკრავით. ბავშვმა მასში დღის უმეტესი ნაწილი უნდა გაატაროს.
4. პრაქტიკული ტანსაცმელი, რომელშიც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს. უპირატესობა რბილ და მსუბუქ ქსოვილებს მიანიჭეთ. ამ ასაკის ბავშვს უბრალო, მოხერხებული და ბევრი სამოსი უფრო სჭირდება, ვიდრე მოდური და ძვირფასი.
5. წინასწარ იზრუნეთ ჟაკეტებსა და ჟილეტებზე. შეიძლება ისე მოულოდნელად აგრილდეს, რომ სეზონური საყიდლები ვერ მოასწროთ
6. საღამურები
7. ცხვირსახოცები, სველი ხელსახოცები და ქაღალდის ხელსახოცები.
8. გოგონასთვის მოიმარაგეთ თმის სამაგრები და რეზინები, ხომ იცით, რაც არ უნდა ბევრი გქონდეთ, ზუსტად დილით, ბაღში წასვლის წინ ქრებიან.
9. პატარა პირსახოცები.
10. ნუ შეიძლენთ ბაღისთვის ძვირიან ტანსაცმელს - შეიძლება დალაქავებული მოიტანოს სახლში ან სულაც დაკარგოს.