მერის მამა პროკოფი შერვაშიძე


დები შერვაშიძეები: ელენა, მერი თამარა


მერი შერვაშიძე-ერისთავი 
რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მერი შერვაშიძის ნახვისას განცვიფრება ვერ დაუმალავს და წამოუძახია:
Грешно, княжна, быть такой красивой!


მერი შერვაშიძე-ერისთავი
„გალაკტიონმა ლადო გუდიაშვილს მიუტანა ფოტოსურათი და სთხოვა, მერი შერვაშიძის სურათი დაეხატა. ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა, ეს ჩემი მერი არ არისო“.


გიგუშა ნიკოლოზის ძე ერისთავი - მერი შერვაშიძის ქმარი 
გიგუშა ერისთავმა დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსის სამხედრო სკოლა და შემდეგ პეტერბურგში პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელი. სამხედრო კარიერა ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკში განაგრძო და ამ პოლკის მეთაური გახდა. საქართველოში ჩამოსვლამდე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ადიუტანტი იყო. 
გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში.


მერი შერვაშიძე-ერისთავი
სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის მოდელი.
სურათზე მერი ფრეილინას მოოქროვილ ალუბლისფერ სამოსშია გამოწყობილი და გულზე ბრილიანტის შიფრი - ფრეილინების ნიშანი უკეთია.


ბაბო დადიანისადმი გაგზავნილ წერილში მერი შერვაშიძე წერდა: დაიბეჭდა თუ არა ლექსი მერი, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია…


მარცხნიდან პირველი მერი შერვაშიძე


მერი შერვაშიძე 
მაღალი, ზღაპრულად ლამაზი პირისახის, ფრიად დახვეწილი მიხრა-მოხრისა და ჟესტიკულაციის ქალბატონი არაჩვეულებრივი მეტყველებით. 


მერი შერვაშიძე
ბაბო დადიანის გადმოცემით,საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა, გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო. „ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით მიპასუხა: ისე მომაბეზრეს ამ ქალებმა თავი, რომ ყველას ვეუბნები, შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენიო... მაგრამ, ქალბატონო ბაბო, ამ ლექსს, თქვენი მერის გარდა, ვერავის მივუძღვნიდიო“.


ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს და ქართულ ეკლესიაშიც იშვიათად შეივლიდა ხოლმე. ზოგიერთს დღესაც ახსოვს ხანშიშესული ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ხელში ყოველთვის იები ეჭირა.


გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! / მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, / სანდომიან ცის ელვა და ფერი / მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! / .... და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, / რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი! / ბედი, რომელიც მე არ მეღირსა / ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი...  
1915 წელი.


მერი შერვაშიძე სტამბულში


მერი შერვაშიძე - მოდელი 
პარიზი, 1935 წელი.


მარჯვნიდან: მერი შერვაშიძე, გიგუშა ერისთავი და რიმა ერისთავი 
გამოცემის თარიღი 1926 წელი.


გალაკტიონ ტაბიძე
„ისევ მაწვალებს ფიქრი თვითმკვლელობაზე, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა“. - პოეტის დღიურიდან.


ზაქარია ბერიშვილი - რეჟისორი და მსახიობი; ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი - მსახიობი, რეჟისორი. ნიკოლოზ ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მემკვიდრე და ცნობილი დეკლამატორი; მერი შერვაშიძე - სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი, გალაკტიონ ტაბიძის მუზა (პირველ რიგში მარცხნიდან მეხუთე). 


მერი შერვაშიძე
ტიფლისში ცნობილ რუს მხატვარს საველი სორინს დახატული ჰყავს მერი შერვაშიძე. 
კომუნისტების მოსვლის შემდეგ მხატვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. მისმა ქვრივმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მონტე-კარლოში ცხოვრობდა, მერის პორტრეტი მონაკოს პრინცს რენეს გადასცა და ამჟამადაც სასახლეში ინახება. ამბობენ, რომ მერის პორტრეტი პრინცესა გრეის კელის ოთახში ეკიდა.


გალაკტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე და სასულიერო სემინარიის რექტორი თეოდორე ჩუდეცკი 
თბილისი. 1956 წელი.


გალაკტიონ ტაბიძე, იპოლიტე ვართაგავა - მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და იური ჩიკვაიძე - ლიტერატორი. 
1954 წელი. ფოტო გადაღებულია შეხმანის ფოტოატელიეში დღევანდელი ტაბიძის ქუჩაზე. 

 

 

წყარო: funtime.ge