reportiori.ge - გიორგი შაგიძე: ის, რაც ბატონმა ხადურმა თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:39
ეკონომიკა
გიორგი შაგიძე: ის, რაც ბატონმა ხადურმა თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა
ავტორი:
14 აგვისტო, 2015. 19:10


„თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, მისასალმებელია, ფინანსთა მინისტრის ინიციატივა, რომ მუდმივად მოახდინოს შედეგებისა და გეგმების შესახებ საბანკო სექტორთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეების ინფორმირება.


მისი თქმით, ის, რაც ფინანსთა მინისტრმა დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა და ჩანს, რომ ბიუჯეტის დახარჯვა მოხდება დაბალანსებულად.


"ძალიან კარგია ის, რაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. მივესალმებით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივას, რომ მუდმივად მოახდინოს შედეგებისა და გეგმების შესახებ საბანკო სექტორთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეების ინფორმირება. ასეთი გამჭირვალეობა ბუნებრივია ხელს უწყობს სტაბილურობას.

 

ის, რაც ბატონმა ნოდარმა თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა და ჩანს, რომ ბიუჯეტის დახარჯვა მოხდება დაბალანსებულად, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას.

 

ვარაუდი, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ შესაძლოა შემოდგომაზე ლარი გაუფასურდეს,  ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ არასწორია. დღევანდელი გადასახედიდან საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

 

საზოგადოებას შეიძლება აშინებს, რომ შემცირებულია ექსპორტი და ფულადი გზავნილები, თუმცა ასევე შემცირებულია იმპორტი და ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს. ამ თამაზე ერთმანეთს ძირითადად ემთხვევა ეროვნული ბანკის, ფინასთა სამინისტროს ჩვენი და სხვა რამდენიმე ბანკის პროგნოზი", - აცხადებს შაგიძე.


მისი თქმით, თუ მთლიანად რეგიონში შეიცვალა რამე რადიკალურად, პროგნოზი იმისა, რომ შეიცვლება თუ არა რამე რეგიონის მასშტაბით, რთულია, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე ნიშნები არ ჩანს.


"შესაბამისად, კურსის ცვლილება დარჩენილ პერიოდზე დაკავშირებული იქნება მოლოდინების მართვასთან, როგორც ვთქვი, ფუნდამეტურად არაფერი საგანგაშოსთან საქმე არ გვაქვს", - განაცხადა შაგიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016