reportiori.ge - შეამზადეთ ბავშვი სკოლისთვის - 3 რჩევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:44
სხვადასხვა
შეამზადეთ ბავშვი სკოლისთვის - 3 რჩევა
ავტორი:
15 აგვისტო, 2015. 18:38


სწავლის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო რჩება. თუ მთელი ზაფხული უდარდელად გაატარა და წიგნში არც ჩაუხედავს, დროა "მიწაზე დააბრუნოთ" და თანდათან სასკოლო ცხოვრებისკენ "მოატრიალოთ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს არდადეგების დარჩენილი ნაწილი ჩაამწაროთ, უბრალოდ, მსუბუქად და ძალდაუტანებლად შეამზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის.


 

1. მოაწესრიგეთ რეჟიმი

 

არდადეგების პერიოდში ბავშვი ალბათ მიეჩვია ჩვეულებრივზე გვიან დაძინებას და ასევე გვიან გაღვიძებას. დროა, თანდათან დაუბრუნდეთ ძველებურ განრიგს.


დასაწყისისთვის დაძინებისა და გაღვიძების დროს ნახევარი საათით "დააკორექტირეთ" და ერთი კვირა შეინარჩუნეთ. თუ სასკოლო განრიგისგან მაინც შორს ხართ, ერთი კვირის შემდეგ 30-40 წუთით კიდევ შეასწორეთ ძილის რეჟიმი.


აუცილებლად მოგიწევთ პირადი მაგალითის მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველს ვერ მიაღწევთ, ან ბავშვი დასჯილად და დაჩაგრულად იგრძნობს თავს. შეიძლება არ დაიძინოთ ათის ნახევარზე, მაგრამ მას მოაჩვენეთ, რომ თქვენც წვებით. როცა ჩაეძინება, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ საქმეებს.


დილით ადგომისთვის რაიმე მოტივაცია გამოძებნეთ - ან გასეირნება, ან ქვებზე ხატვა, ან მდინარეზე წასვლა. ადრიანი დილა მისთვის რაღაცით საინტერესო უნდა იყოს.



2. გაიხსენეთ საშინაო დავალებები

 

დღეში ნახევარი საათი გამოყავით (თუნდაც სადილის შემდეგ), რომელსაც მარტივი ამოცანების გადაწყვეტას დაუთმობთ. წააკითხეთ მოთხრობა, დააწერინეთ პატარა თხზულება, ამოხსენით მაგალითები. მომავალ პირველკლასელს კი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოუძებნეთ სამეცადინო - ამ დროს ძალიან სასარგებლოა გამოცემები, რომლებიც ამ ასაკის ბავშვს სასკოლო უნარებს უვარჯიშებს. ასეთებია საბავშვო ჟურნალები, წიგნები სკოლამდელთათვის, გასაფერადებლები, რომლებშიც ინტერაქტიული, სააზროვნო ელემენტებია ჩადებული.


ამ აქტივობებისთვის ყოველთვის დაუწესეთ დროის ლიმიტი - ასე დროის განკარგვას და გაკონტროლებას მიეჩვევა. თუ დავალება კარგად შეასრულა, აუცილებლად შეაქეთ, შეცდომებზე მიუთითეთ და რაიმეთი დააჯილდოვეთ.


მეცადინეობის დროს ნუ გაჭიმავთ - თუ რუტინად გადაიქცა, ნორმალურ შედეგს არ მოგიტანთ.



3. გაიმეორეთ განვლილი


ბავშვს სავარაუდოდ, საერთოდ აღარ ახსოვს, რა ისწავლეს და სად გაჩერდნენ. სამაგიეროდ, თქვენ გახსოვთ. ერთად გადახედეთ განვლილს. წერაში გქონდათ პრობლემა? ეცადეთ მეტი წეროთ. კითხვაში? აკითხეთ ყველაფერი, რაც თვალში მოგხვდებათ - აბრები, ტრაფარეტები, წიგნების ყდები, რეკლამები...



ეცადეთ, ჰაერის ყლაპვის, ნატურალური კვებისა და მზის აბაზანების გარდა, იმ ადგილის მუზეუმიც აითვისოთ, სადაც ისვენებთ. ოჯახური ექსკურსიები ყველაზე შედეგიანია. ბავშვს ის მოსმენილი და ნანახი თითქმის არასოდეს ავიწყდება.



და მთავარი - წარამარა ნუ შეახსენებთ, რომ სწავლა იწყება. ამით საზაფხულო განწყობას გაუფუჭებთ.


 

 

წყარო: mshoblebi.ge

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016