reportiori.ge - ადამიანის ემოცია ფიზიკურ ტკივილს იწვევს- პროფესორების საინტერესო დასკვნა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:47
სხვადასხვა
ადამიანის ემოცია ფიზიკურ ტკივილს იწვევს- პროფესორების საინტერესო დასკვნა...
ავტორი:
16 აგვისტო, 2015. 20:29


ადამიანის ფიქრებს და ემოციებს შეუძლიათ, რომ მასზე ფიზიკურად იმოქმედონ. ამ დასკვნამდე ექიმები მივიდნენ. პროფესორების აზრით ემოციას შეუძლია ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს.


 

თავის ტკივილი

ექიმ კრისტიან პეეტერსონის თქმით, თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა დღის გადატვირთული გრაფიკი გახდეს. ამიტომ გირჩევთ დაისვენოთ. ეს ძალების მოკრებაში დაგეხმარებათ.

 





მხრების ტკივილი


პროფესორ როს ქითსონს ასეთი მოსაზრება აქვს: "როდესაც ბევრი პრობლემა გვაქვს, თავს დამძიმებულად ვგრძნობთ, თითქოს მხრებით ვატარებთ ჩვენს პრობლემას, სამსახურში თუ მსგავსი ტკივილის შეგრძნება გექნებათ, სთხოვეთ თანამშრობელს, რომ დაგეხმაროთ. ცოთა ხანში სიმსუბუქეს იგრძნობთ."

 

 

 




წელის ტკივილი


პროფესორ მარკ ტონგის აზრით, ფულმა და ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა წელის ტკივილი გამოიწვიოს.თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ, როდესაც შემოსავალი სტაბილურად გაქვთ ტკივილი არ გაწუხებთ, ფინანსური პრობლემების დროს კი ტკივილი მწვავდება.

 

 

 

 



იდაყვის ტკივილი


ფიზიოლოგიის დოქტორი ალან ფოგელი ამბობს: "თუ ჯიუტი და შეუპოვარი ადამიანი ხართ შესაძლოა ეს პრობლემა გაწუხებდეთ, რადგან ასეთი ადამიანი ყოველ დღე ავლენს საკუთარ თვისებას და შესაბამისად ფიზიკურად ასე აისახება მასზე. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა, ყოველდღიურობას ეს უფრო გაგიმარტივებთ.

 

 

 



ხელის ტკივილი


პროფესორ ლორი დაჩენზოს თქმით:" ხელების ტკივილი შესაძლოა საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს აწუხებდეთ, რომლებსაც არ ყავთ მეგობრები სოციუმთან ნაკლებად კონტაქტობენ. ამიტომ უკეთესია თუ ახალ მეგობრებს გაიჩენთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობისთვის უკეთესი იქნება.

 



ფეხების ტკივილი


კალიფორნიის ფსიქოლოგიური კლინიკის პროფესორი ადობი ანიეჯი თვლის, რომ მათ, ვისაც მოსაწყენი ცხოვრება აქვთ, ვერ ერთობიან შესაძლოა ფეხების ტკივილმა შეაწუხოთ. გაიხალისეთ ცხოვრება. გაერთეთ მეგობრებთან ერთად, იყოლიეთ კატა ან ძაღლი, გაერთეთ და თქვენი ერთფეროვანი მოსაწყენი ცხოვრება ხალისით შეიცვლება.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016