სხვადასხვა
არ მესმის! ვერ ვხედავ! არ ვლაპარაკობ! – რომელია მეოთხე?
21 აგვისტო, 2015. 00:05
იაპონურ რელიგიაში ბოროტების თავიდან აცილების 3 პრინციპი არსებობს, რომელიც მაიმუნების: მი-ძარუს, კიკა-ძარუსა და ივა-ძარუს სახით არის გამოხატული.
ერთ მათგანს ხელებით პირი აქვს დაფარული, მეორეს - თვალები, ხოლო მესამეს - ყურები. მათი გამოსახულება ხშირად გინახავთ - აკეთებენ მათ უამრავ ასლს და პაროდიას.
მაგრამ იცოდით, რომ ამ სამ მაიმუნს მეოთხე მეგობარიც ჰყავს, რომლის გამოსახულებაც იშვიათად გვხვდება? სეძარუ გამოხატავს პრინციპს: "არ ჩაიდინო ბოროტება!" და ხელებით მუცელს თუ მის ქვემოთ ზონას იფარავს.
იმის გამო, რომ იაპონელები ციფრ 4-ს უბედურების მომტანად თვლიან, მეოთხე მაიმუნს ძალიან იშვიათად გამოხატავენ.
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03