გადაწყვიტეთ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და სიგარეტს თავი დაანებოთ? მაშინ უნდა იცოდეთ, თუ რას განიცდის თქვენი ორგანიზმი და როგორ იწყებს აღდგენას.თურმე ორგანიზმი განახლებას ბოლო მოწეული სიგარეტიდან რამდენიმე წუთში იწყებს.
20 წუთის შემდეგ აღდგენას იწყებს სისხლის მიმოქცევა და უფრო მგრძნობიარე ხდება თითები ხელებსა და ფეხებზე.
8 საათის შემდეგ, ორგანიზმიდან ნახშირბადის მონოქსიდის გამოდევნა ხდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლში ჟანგბადის საჭირო ნორმა აღდგა.
2 დღის შემდეგ ორგანიზმი სრულიად თავისუფლდება ნიკოტინისგან და თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ პატარა კრისტალებს, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებთ, მაგრამ ამის მერე იზრდება თამბაქოს მოთხოვნილება.
2 დღის შემდეგ ბრუნდება გემოს შეგრძნება, გემოს რეცეპტორები აღდგენას იწყებს და თქვენ შეძლებთ არა მარტო გემო გაუგოთ საკვებს, არამედ შეძლებთ შეამციროთ მარილის დამატება საკვებში, რაც ისედაც უწყობს ხელს ჯანმრთელობას.
2 დღის შემდეგ თქვენ უკეთესად შეიგრძნობთ სუნს და უფრო სასიამოვნო იქნება თუნდაც ვარდის სუნის შეგრძნება.
3 დღის შემდეგ თქვენ თავისუფლად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვებში აღდგენას იწყებს მოციმციმე, ანუ წამწამოვანი ეპითელიუმი, რომელიც სასუნთქ გზებს ასუფთავებს. მოწევა საკმაოდ აზიანებს მათ, საბედნიეროდ, მათ აღდგენის უნარი გააჩნიათ.
ერთი კვირის შემდეგ მცირდება სისხლის წნევა და ინსულტის რისკი, იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საშიშროება, გულის და თირკმლის უკმარისობა და სტენოკარდია.
მოწევის მიტოვების დროს წარმოიქმნება ხველება, რადგან თქვენი ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს მავნე ნივთიერებები და ორგანიზმმა დაიწყოს აღდგენა.
ხველება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ქრება. სრულიად აღდგება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება სქესობრივი ცხოვრება. 2 კვირის შემდეგ სისხლი უკეთესად აღწევს პერიფერიებში, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ და ძლიერ ერექციას მამაკაცებში.
ნიკოტინი ზღუდავს სისხლის მიწოდებას კანის უჯრედებში და წარმოიქმნება ნაოჭები, კანი ხდება უხეში. სიგარეტის გადაგდებიდან სამი თვის შემდეგ სრულად აღდგება კანის ელასტიურობა და შეფერილობა.
1 წლის მერე მოწევაზე უარის თქმა შეეტყობა კბილებსაც, გაყვითლებული კბილები თეთრდება და ღრძილებში სისხლის ნორმალური მიმოქცევა იწყება.
15 წლის შემდეგ კი კიბოს განვითარების რისკი იკლებს და ნორმალურ ზღვარს უახლოვდება.
წყარო: postalioni.com