reportiori.ge - "შავი ორშაბათით" გამოწვეული კრიზისი: ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:39
ეკონომიკა
"შავი ორშაბათით" გამოწვეული კრიზისი: ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად?
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 15:17


24 აგვისტო, რომელიც უკვე "შავი ორშაბათის" სახელით შეაფასეს, მძიმე დღე იყო მსოფლიო საფონდო ბაზრებისთვის.


კოლაფსი ფასიანი ქაღალდების სწრაფი გაყიდვით დაიწყო  ჩინეთში, სადაც მთავარი ჩინური ინდექსი Shanghai Composite 8.49 %-ით შემცირდა სულ რაღაც ერთ დღეში.


როგორც გლობალურ მოვლენებზე ორიენტირებული, ახალი ამბების გამოცემა Foreign Policy წერს, ამ დანაკარგებს მოჰყვა იაპონიის (4.61%-ით),გერმანიისა (4.70%-ით) და ამერიკის შეერთებული შტატების (Dow Jones Industrial Average - 3.58%-ით) საფონდო ბირჟების ინდექსის დაცემა.


როგორც  ჩინეთში მოქმედი გავლიანი გამოცემის Sinocism -ის რედაქტორმა ბილ ბიშოპმა Foreign Policy-ს განუცხადა, „ჩინეთის საფონდო ბაზარი ისტორიულად შეუსაბამო იყო, როგორც ჩინეთის შიდა ეკონომიკის,ასევე, გლობალური ეკონომიკის მიმართ, თუმცა, ჩინეთის მთავრობამ  შეილახა რეპუტაცია თავისი უაზრო რეაქციით (პასუხით); ასე რომ, ახლა იმ უცხოელ ინვესტორებს , რომელთაც რაღაც ნდობა გააჩნდათ პეკინის ბიუროკრატების უნარის მიმართ , დაეძლიათ მათი ურთულესი ეკონომიკური პრობლემები,  ახლა აინტერესებთ, არიან  თუ არა ისინი კომპეტენტურები".


ბიშოპმა ასევე წუხილი გამოთქვა   Federal Reserve-ის მიერ  საპროცენტო განაკვეთების აშშ -ის საფონდო ბირჟაზე შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.


იმავდროულად, Paulson-ის ინსტიტუტის თანამშრომლის დამიან მას  განცხადებით, "ნაადრევია დავასკვნათ, რომ ეს არის ერთგვარი სერიოზული  კრიზისი" ჩინეთის ეკონომიკისათვის.


"გამოსავალი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მოახარხებს მთავრობა რეალური ეკონომიკის მართვას ისე, რომ დაასტაბილუროს სიტუაცია და არა განაგრძოს   ყველაზე დაბალი წერტილის ძიება," - განუცხდა „FP" -ს.


Foreignpolicy ინტერაქტიულ რუკას აქვეყნებს, რომელზეც დაზარალებული ქვეყნები წითელ ფერებშია მოცემული. მეტად წითელი ფერი მეტ ფინანსურ ზარალს აღნიშნავს. ამ რუკაზე საქართველო დაზარალებულ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.




ბმული: https://foreignpolicy.com/2015/08/24/mapping-fallout-from-black-monday-who-was-hardest-hit-china-stocks-plunge/?utm_content=buffer8c6af&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016