reportiori.ge - ირაკლი ზარქუა: გარკვეული ჩასაფრებული ჯგუფებისგან მიზანიმართულად ხდება ეროვნული ვალუტის დასუსტება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:49
ეკონომიკა
ირაკლი ზარქუა: გარკვეული ჩასაფრებული ჯგუფებისგან მიზანიმართულად ხდება ეროვნული ვალუტის დასუსტება
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 19:23


საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სპეკულაციური შეტევა ხდება, მათ შორის კომერციული ბანკებისგან, რისი აღკვეთის ბერკეტიც ეროვნულ ბანკს აქვს.ზარქუა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი არ იყენებს იმ ბერკეტებს რომელიც, მას აქვს და ეს გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებული საბოტაჟია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.



„ცალსახად ვეთანხმები პრემიერის განცხადებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი ჩასაფრებულია, რომ როგორც კი მოხდება რომელიმე საფონდო ბირჟაზე რაიმე სკანდალი ან ქაოსი, იმავე წამს სპეკულაციური დარტყმა მიიტანოს ეროვნულ ვალუტაზე, ამ შემთხვევაში ლარზე.

 

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ქართული ეკონომიკა არანაირად არ არის დაკავშირებული ჩინეთში მომხდარ საფონდო ბირჟის დაცემაზე, ის ვერ ახდეს ზეგავლენას ჩვენ კურსზე, რომ შეცვლილიყო რამდენიმე პუნქტით ეროვნული ვალუტა. ვინც ქართულ ეკონომიკაშია ჩახედული ყველამ იცის და მათ შორის მეც, რომ ჩვენ არაფერი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დაუბალანსებელი გვაქვს საგარეო გამოწვვევებთან მიმართებაში ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

 

უფრო მეტიც, ჩვენ პირველი პრობლემა რაც გვქონდა, ეს იყო ექსპორტ-იმპორტის დინამიკასთან შეუთავსებლობა, იმპორტი შემცირებულია 320 მილიონი დოლარით ეს გულისხმობს, რომ 320 მილიონი დოლარი დარჩა ქვეყანაში და არ გავიდა, რომელმაც დააბალანსა ექსპორტის შემცირება. მეორე, ტურისტული ნაკადი ამ სეზონზე მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუ შევადარებთ ამ თვის მონაცემებს წინა ანალოგიურ წელთან 2-3%-ით მეტია, ანუ ეს ნიშნავს, რომ თითო ტურისტი ნიშნავს მეტ უცხოურ ვალუტას და მეტ დოლარს ქვეყნის ბიუჯეტში, ანუ ეს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გაუმჯობესებას. მესამე ეს არის ბიუჯეტურის ხარჯვა, წელს ფინანსთა სამინისტრო მართლაც რომ თანაბარ ხარჯვით პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში.

 

ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი მიმდინარე წელს სრულდება გადაჭარდებით. 81 მილიონი დოლარით მეტი დარჩა ქვეყანაში ვიდრე გავიდა, 200 მილიონ დოლარამდე აპირებენ მობილიზებას საერთაშორისო დახმარებას ქართულ ეკონომიკაში. ამას ემატება ის, რომ ჩვენი პრივატიზაცია გამოცოცხლდა უფრო აქტიური გახდა, აქედან 120 მილიონ დოლარამდეა მობილიზებული ქართულ ეკონომიკაში. ანუ ეს ყოველივე იძლევა საბაბს, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურების გზას დაადგეს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ რას, რომ საპირისირო მოვლენები ხდება, ხდება სპეკულაციური შეტევა და ეს სხვა არაფერია. კონკრეტულად მიზანიმართულად ხდება ეროვნული ვალუტის დასუსტება. ეს ყოველივე იწვევს ქაოსს, მოსახლეობაში უნდობლობას. მე მოვუწოდებ მოსალხეობას, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ აყვნენ ამ აჟიოტაჟს, ქაოსს, ესაა დროებითი მოვლენა, არავითარი საერთო არ აქვს ქართულ ეკონომიკასთან, რადგან ის გამოჯანსაღების გზაზეა", - განაცხადა ზარქუამ.



ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს გარკვეული სპეკულაციების თავიდან არიდება შეუძლია, თუმცა გიორგი ქადაგიძე ამას არ აკეთებს.



„სპეკულაციური შეტევა ხდება, მათ შორის კომერციული ბანკებისგან, ისინი კანონს არ არღვევენ, მათ აქვთ ამის უფლება, თუმცა აქ მთავარია ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე იყოს და აღკვეთოს თავისი ბერკეტებით, რომელიც მას გააჩნია. ამას არ აკეთებს და რატომ არ აკეთებს? ესაა საბოტაჟი ქადაგიძის მიერ გაკეთებული ქართული ეკონომიკის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მაშინ როდესაც გამოეყოფა მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს და ცალკე ჩამოყალიბდება მაშინ საქართველოს მოსახლეობა ნახავს თუ რასთან ჰქონდა საქმე. პროცესები იქნება უფრო გამჭვირვალე, სპეკულაციური ოპერაციები იქნება ღია და ყველა ნახავს რეალურად ვინ მოქმედებს და ვინ აკეთებს შეტევას ეროვნულ ვალუტაზე", - განაცხადა ზარქუამ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016