გიორგი მარგველაშვილის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა სუხიშვილების პიარმენეჯერ ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა. ორ ნოემბერს წყვილმა ჯვარი ანჩისხატის ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად თავიანთი ბედნიერება რესტორანში აღნიშნეს.
წყვილი ერთად ცხოვრობდა, მათი სიყვარულის ამბავი საიდუმლო არავისთვის იყო. შალვა და ხატია ურთიერთობის გაოფიციალურებას არ ჩქარობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილი არჩევნების მშვიდობიანად დამთავრებას ელოდა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შალვა რამიშვილი გიორგი მარგველაშვილის პიარსამსახურში იმუშავებს.
მართალია, ამ ინფორმაციას რამიშვილი ჯერჯერობით არ ადასტურებს, მაგრამ წინასაარჩევნოდ მარგველაშვილის პიარის უფროსს ამ თანამდებობაზე სავარაუდო კონკურენტიც კი არ ჰყავს.