ანჩისხატის კანონიკური ასლი ისრაელისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ, თბილისში შემოაბრძანეს. ხატს მომლოცველები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ და მას ანჩისხატის სახელობის ტაძრისკენ მიაბრძანებენ.
ჟურნალისტებს ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, წელს ანჩისხატის გზა ტრადიციულად ისრაელიდან 19 აგვისტოს, თაბორის მთიდან დაიწყო.
იერუსალიმში ხატმა მაცხოვრის აღდგომის, ასევე ღვთისმშობლის მიძინების ადგილები მოილოცა, ამის შემდეგ ანჩისხატის კანონიკური ასლი ლოდში - წმინდა გიორგის ტაძარში მიაბრძანეს, იერუსალიმიდან სალიტანიო ანჩისხატი ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდა, კერძოდ, ანჩაში, სადაც ხატი საუკუნეების მანძილზე იყო დაბრძანებული.
სახელწოდება ანჩისხატი სწორედ აქედან ეწოდა.
29 აგვისტოს, ხატს ისევ ხელოვნების მუზეუმის წინ სამლოცველოში მიაბრძანებენ, სადაც იგი წლებია დასვენებულია.