reportiori.ge - შესაძლოა სექტემბრიდან „იმედის კვირა“ ეთერში არ გავიდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:33
მედია
შესაძლოა სექტემბრიდან „იმედის კვირა“ ეთერში არ გავიდეს
ავტორი:
29 აგვისტო, 2015. 22:55


ტელეკომპანია „იმედმა" არხზე საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემებისა და თოქ-შოუების 2016 წლამდე დახურვის შესახებ განცხადება გაავრცელა.


საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

 

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოდ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოდ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში."- აღნიშნულია განცხადებაში.



რეპორტიორი" გადაცემა „რეაქციის" რედაქციის წევრებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ „რეაქცია" იმედის ეთერში მაუწყებლობას წყვეტს.


ამის შესახებ საუბრობს "ინტერპრესნიუსთან"  "იმედის კვირის" წამყვანი, ჟურნალისტი  შალვა რამიშვილი. მისი განცხადებით,  არხის გადაწყვეტილების შესახებ ის ინფორმირებულია.

"მე ახლა შვებულებაში ვიმყოფები და დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ორშაბათს გავიგებ ყველაფერს. რამდენადაც ვიცი, დახურვაზე არ არის საუბარი, თუმცა, უცნობია რა სახით გავა. შესაძლოა  ამ ცვლილებებზე არხის განცხადებაც იყოს. მე, ეს ხელმძღვანელობამ შემატყობინა", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.


 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016