reportiori.ge - ბონდო მძინარაშვილი: როცა ასეთ ჟურნალისტს დამსაქმებელი შეურაცხყოფს, ეს პროფესიის შეურაცხყოფაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:55
მედია
ბონდო მძინარაშვილი: როცა ასეთ ჟურნალისტს დამსაქმებელი შეურაცხყოფს, ეს პროფესიის შეურაცხყოფაა!
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 12:47


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი თოქ-შოუ „რეაქციის" წამყვანსა და ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მძინარაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნავს, ტელეკომპანია „იმედის" გადაწყვეტილება, არხზე საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემების დახურვის შესახებ, შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს.



„ინგა გრიგოლია არის საქართველოში ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი. მისი გადაცემების მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო და იქნება. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ამით რეალობა არ იცვლება. და რეიტინგული იქნება ნებისმიერ ტელეეთერში.

ვინმემ არ იფიქროს, რომ ამას მხოლოდ კოლეგიალობა და მეგობრობა მალაპარაკებს - ეს არის სრული სიმართლე და როცა ასეთ ჟურნალისტს (და ზოგადად ჟურნალისტს) .. დამსაქმებელი ამგვარი უტიფრობით შეურაცხყოფს, ეს მხოლოდ იმ პიროვნების კი არა, პროფესიის შეურაცხყოფაა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ მთელი გუნდი დაითხოვეს!

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს სტანდარტი - ადამიანმა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ტელეეთერით არ უნდა შეიტყოს!

სადაც იქნება, ინგა გრიგოლიას ყველგან გაჰყვება მაყურებელი იმიტომ, რომ ის ინგა გრიგოლიაა! ასე იყო, როდესაც გადაცემებს უხურავდნენ და შემდეგ სხვაგან ახალი ემოციებით მუხტავდა ხალხს!

ჩემო ძვირფასო!

შენ ვერავინ მოგერევა, რადგან შენ ინგა გრიგოლია ხარ!"- მიმართავს მძინარაშვილი გრიგოლიას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016