reportiori.ge - ინგა გრიგოლია: მითხრეს, რომ შემიძლია ვებ- გვერდზე ან პროდიუსერად ვიმუშავო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:15
მედია
ინგა გრიგოლია: მითხრეს, რომ შემიძლია ვებ- გვერდზე ან პროდიუსერად ვიმუშავო...
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 12:53


„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა", - ასე შეაფასა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების ,,რეაქციისა და ,,იმედის კვირის" დახურვის ფაქტები.


ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მთავარი მიზანი ფორმატის ცვლილება ნამდვილად არაა.


„ორივე გადაცემა იყო რეიტინგული და არც ერთი ნორმალური ტელევიზია რეიტინგულ გადაცემებს არ ხურავს, ამიტომ მე მაქვს უფლება ვიფიქრო რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ამ ეტაპზე ტელევიზია პოლიტიკურ შოუებზე  უარს ამბობსმითხარით ამის მიღმა, მაქვს თუ არა უფლება ვიფიქრო რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გააფორმა."- განუცხადა ,,პრაიმტაიმს" ინგა გრიგოლიამ.


ჟურნალისტის თქმით, ის უკვე მიეჩვია მსგავსს გადაწყვეტილებებს და მთავარ პასუხებს იმ ადამიანებისგან ელის, რომლებიც ისხდნენ მის ეთერში და ნაციონალების მმართველობის დროს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე წუხდნენ.


„ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და ძალიან საინტერესო, შესაბამისად იმას არ მივიღებ რომ არხს აღარ სჭირდებოდა. ერთ-ერთი რომ დაეხურათ შეიძლება დამეჯერებინა რომ ფორმატის ცვლილებაა, მაგრამ ორივე ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკური ტოკ-შოუს როცა ხურავ მაქვს ეჭვი. მითუმეტეს ძალიან დიდ გამოცდილება მაქვს. ძალიან ვწუხვარ ეს ყველაფერი რომ მოხდა. მე მინდა მათი კომენტარები მოვისმინო, ვინც მიშას დროს ჩემს ეთერში ისხდნენ და ამბობდნენ რომ რა ცუდია, როდესაც თავისუფალ სიტყვას ასე ექცევა ნაციონალური მოძრაობა, დღეს მე მინდა თითოეული მათგანის კომენტარი მოვისმინო, თუმცა ვეჭვობ რომ ვერ მოვისმენ."


ინგა გრიგოლიას თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ დღეს საღამოს გაიგო და ალტერნატივად, ვებ-გვერდზე მუშაობისა და პროდიუსერობის შემოთავაზებებიც მიიღო.


„ამ საღამოს მითხრეს, ამერიკაში ვიყავი წასული, სახელმწიფო დეპარტამენტის მედია პროგრამაზე იქ ვლაპარაკობდი სიტყვის თავისუფლებასა და მის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. ჩამოვფრინდი გუშინ და დღეს მითხრეს რომ დაიხურა გადაცემა, ნამდვილად არ ვიცოდიუფრო მეტიც ჩემი პრომო, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო დღეს დამთავრდა. მითხრეს რომ თუ სურვილი მექნება შემიძლია ვიმუშავო ვებ-გვერდზე ან რომელიმე გადაცემის პროდიუსერად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ინტერესი ეს არ არის, პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ იმედზე აღარ.", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების შესახებ. არხის განცხადებით მათ სურთ შეცვალონ გადაცემების ფორმატი, რათა 2016 წელს მაყურებელს "თვისობრივად ახალი პროდუქტი"  შესთავაზონ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016