reportiori.ge - პატრიარქმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:37
რელიგია
პატრიარქმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ
ავტორი:
30 აგვისტო, 2015. 20:00


„ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ", - ამ თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ახალგაზრდობას მიმართა.


საკვირაო ქადაგებისას პატრიარქი გამოცდების თემას გამოეხმაურა და ახალგაზრდებს ურჩია, თუკი უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ამის გამო იმედი არ დაკარგონ. პატრიარქი ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდობა ნიჭიერია, მაგრამ ნიჭი უნდა გამოვლინდეს.


„ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდობა სასოწარკვეთილებაში ვარდება. გამოცდებს აბარებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა, სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016