reportiori.ge - ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს დახმარება ესაჭიროება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:29
მედია
ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს დახმარება ესაჭიროება
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 12:45


გაზეთ „რეზონანსის" ინფორმაციით,  ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს, რომელსაც 2003 წელს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი და ხორხი აქვს დაზიანებული, დახმარება ესაჭიროება.



თბილისის №1 კლინიკურ საავადმყოფოში პროფესორ ვახტანგ ქაცარავასა და ექიმ რობერტი კობეჩიას ძალისხმევით ვასილ სილაგაძეს საერთო ჯამში შვიდი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება.



„2011 წელს ვასილ სილაგაზე, გერმანიაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით, იქ არსებულ „ბაუერმედის" კლინიკას დაუკავშირდა. მის მიერ გაგზავნილი საბუთების განხილვის შედეგად გერმანელმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ შესაბამისი კურსის ჩატარების შემთხვევაში, ვასოსთვის ხელ-ფეხის ფუნქციის 85%-ით აღდგენას შეძლებდნენ. კურსის ღირებულება 13 ათასი ევროა, რაც ეკონომიკურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი სილაგაძეების ოჯახისთვის ძალიან დიდი თანხაა", - ამბობს ქაცარავა.


2015 წლის ივნისში ვასილ სილაგაძე დაუკავშირდა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელმაც მას სარეაბილიტაციო კურსის სრულად დაფინანსება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ თუ იგი წარადგენდა ექიმ-ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ მას საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსის გავლა ნამდვილად ესაჭიროებოდა.


„ნიუ ჰოსპიტალის" სარეაბილიტაციო ცენტრის უფროსმა თეიმურაზ მარღანიამ სილაგაძეს უთხრა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ამხელა თანხის გერმანიაში გადარიცხვას აზრი არ ჰქონდა. მარღანიამ სილაგაძეს ამ თანხის „ნიუ ჰოსპიტალში" გადარიცხვა და შესაბამისი კურსის იქ გავლა შესთავაზა, თუმცა რაიმე გარანტია, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, არ მიუცია.


 უკვე სამი წელია რაც ვასილ სილაგაძე სამკურნალო კურსს ურეკში იტარებს. ამას იგი მეგობრების დამხარებითა და საპენსიო კრედიტის მეშვეობით ახერხებდა. ამ ეტაპზე, კრედიტების ხშირი გამოტანის გამო, მას პენსიის გაცემა ორი წლით შეუჩერდა. იგი თვეში მხოლოდ 48 ლარს იღებს. შესაბამისად, მისთვის საჭირო თანხას, 600 ლარს, ურეკში მორიგი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად იგი ვერ აგროვებს.



„რეზონანსი" აქვეყნებს ვასილ სილაგაძის საბანკო ანგარიშის ნომერს:

 

(თი ბი სი ბანკი) GE81TB7102345063600014

 

 

 

 

 

 

წყარო: რეზონანსი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016