reportiori.ge - ჩრდილოეთ მალიში ორი ჟურნალისტი სასტიკად აწამეს და მოკლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:11
მსოფლიო
ჩრდილოეთ მალიში ორი ჟურნალისტი სასტიკად აწამეს და მოკლეს
ავტორი: ანა ნოდია
04 ნოემბერი, 2013. 10:43

ორი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობა - ჩრდილოეთ მალიში ფრანგული რადიო სადგურ RFI-ის ჟურნალისტები გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკი წამებით  მოკლეს.  გისლენ დიუპონი და კლოდ ვერლონა, ქალაქ კიდანში ადგილობრივ პოლიტიკოსთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ტყვედ აიყვანეს. პოლიტიკოსი გატაცების ფაქტს პირისპირ შეესწრო, რესპოდენტი ხმაურის გაგონებაზე გარეთ გამოვიდა, მაგრამ  შეიარაღებულმა პირებმა მას უკან შებრუნება აიძულეს. მალევე ჟურნალისტების გვამები უდაბნოში  გზიდან  ათეული კილომეტრის დაცილებით დასახლებული პუნქტიდან სილაში იპოვეს.

57 წლის დიუპონისათვის და 55 წლის ბერლონასათვის ქალაქ კიდანში,  მეორე სამუშაო მივლინება გახლდათ ივლისში ისინი პირველად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გასაშუქებლად ესტუმრნენ აფრიკულ ქვეყანას.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მკვლელობას ,,ამაზრზენი,, ფაქტი უწოდა და  მალის ხელისუფლებას  მოუწოდა საფრანგეთის სამართალდამცავებთან თანამშრომლობისკენ.

ბოლო დროს კომფლიქტების ზონაში, არც სახელისუფლებო ძალები და  ტერორისტული დაჯგუფებები  უკვე  აღარ ერიდებიან ჟურნალისტების გატაცებას და  მკვლელობებს, აცხადებენ  მსოფლიო ჟურნალისტთა ასოციაციაში. მალიში ჟურნალისტების მკვლელობით 2013 წელს ცხელ წერტილებში დაღუპული მედიის წარმომადგენლების რიცხვმა 42-ს მიაღწია.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016