reportiori.ge - ეკა მიშველაძე: შემიძლია მასტერკლასი ყველას ჩავუტარო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:37
მედია
ეკა მიშველაძე: შემიძლია მასტერკლასი ყველას ჩავუტარო
ავტორი:
04 სექტემბერი, 2015. 16:55


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში მედიასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს:


„ყველას გაინტერესებთ, ვიცი და ამიტომ აქ დავწერ: დღეს მედიაკოალიციის შეხვედრაზე, საზმაუს გენდირექტორის მრჩეველს არ უთქვამს რომ დაიხურა გადაცემა. ყოველშემთხვევაში ცალსახად არ უთქვამს. მომილოცა გათხოვება, საკმაოდ უცნაური ირონიული ფორმით. თუმცა ეგ არაფერი, გამოუცდელი "ტელევიზიონშიკია" და ალბათ მერე უკეთ გაერკვევა სატელევიზიო ნიუანსებში. ეთიკა, სტანდარტი, პროფესიონალიზმი - არის ასეთი ცნებები და საჭიროა ამაზე ინფორმაცია. არ დავზარდები, ყველას შემიძლია მასტერკლასი ჩავუტარო", - წერს ეკა მიშველაძე.



„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება", - ეს განცხადება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა ეკა მიშველაძის შეკითხვას, თუ რატომ დაიხურა მისი გადაცემა.


"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.


მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია, რის შემდეგაც ჯანიკაშვილმა წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან: "საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს".


ეკა მიშველაძემ და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა  ალექსი პატრიაშვილმა ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნეს.


"გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - დასძინა ეკა მიშველაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016