როგორც „news agensy" წერს, ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ამ დღეებში, ზუგდიდს სტუმრობდა. მან ადგილობრივ მოსახლეობას, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 21 სექტემბერს კი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება, რომელსაც სრულიად უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აკურთხებს.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრძანებული ღვთისმშობლის შესამოსელი, მახათას მთაზე, მშენებარე ტაძარში გადაბრძანდება, ბურჭულაძემ განაცხადა:
„იყო ამაზე საუბარი, თუ მეგრელი ხალხის ნება და სურვილი იქნება, ღვთისმშობლის შესამოსელი მხოლოდ ერთი ღამით იქნება დაბრძანებული მახათას მთაზე." როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
http://www.postalioni.com/2015/09/