reportiori.ge - მამის ლოცვა, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:52
რელიგია
მამის ლოცვა, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია
ავტორი:
06 სექტემბერი, 2015. 13:09


მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს... რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე).



მამა-შვილის ურთიერთობა

დღეს, როდესაც ბავშვს ჰკითხავ, რა სურს გამოვიდეს, პასუხი სხვადასხვაა: ექიმი, პოლიციელი, ჟურნალისტი... მაგრამ დაკარგულია მთავარი რამ, რისთვისაც არსებობს ადამიანი...

ბიჭი იბადება მამობისთვის, ხოლო გოგო - დედობისთვის... აი, რა უნდა ჰქონდეს მიზნად ჭეშმარიტ ქრისტიანს. ყოველივე ამას კი ოჯახში საფუძველი უნდა დაუდოს მამამ.

დღევანდელი მოუცლელობის დროსაც კი მამამ შვილი შეძლებისდაგვარად უნდა აკონტროლოს.

შვილის წარმატებები აუცილებლად შექებას უნდა იმსახურებდეს.

როდესაც რაიმეს აშავებს ბავშვი, მაშინაც ზომიერებაა საჭირო.

მამა დინჯი და სწორი ახსნით უნდა შეეცადოს, შვილს შეაგნებინოს დანაშაულის სიცუდე.

ახსნა საჭიროა იმდენჯერ, სანამ ბავშვი არ მიხვდება თავის დანაშაულს.

ასევე, დაუშვებელია შვილების ლანძღვა. მამა კი არ უნდა ლანძღავდეს, არამედ უნდა ლოცავდეს შვილებს.



ქრისტიანი მამა-შვილი

მამამ შვილს უნდა შეაყვაროს და ასწავლოს შრომა და ხელსაქმე.

დილით და საღამოს, საკვების მიღების წინ, მამამ ოჯახში წესად უნდა დაამკვიდროს ლოცვის წაკითხვა.

დილისა და ძილად მისვლის წინ ლოცვებს დიდი ძალა აქვს.

ოჯახში, სადაც ეს ლოცვები ხშირად იკითხება, დიდ მადლი ტრიალებს, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია.

მამის ლოცვა, შვილის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წინ უნდა უსწრებდეს.




მამათა ლოცვა  შვილებისთვის

უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა;

და მსგავსებაი ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყვარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის;

გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უკმარი მონაი შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაი ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა;

განანათლენ გულნი და გონებანი მათნი ნათლითა მეცნიერებისა შენისაითა;

შეუნდვენ და მიუტევენ და ახოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იხსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოისა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა;

სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაი მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაი ბოროტისაი;

მოყუარენი და მეგობარნი განმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ;

მოჰმადლენ კეთილგონიერებაი, მშვიდობაი, სულგრძელებაი და სიმდაბლე;


განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ხორციელნი ძალანი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე;

წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაი მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი;

და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაითა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016