reportiori.ge - ე.წ. სპაისების მოხმარება დასჯადი ხდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:22
სამართალი
ე.წ. სპაისების მოხმარება დასჯადი ხდება
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 13:14

პარლამენტი დღეს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებეს, მესამე მოსმენით  განიხილავს. კანონპროექტის  საფუძველზე ე.წ. სპაისების მოხმარება დასჯადი გახდება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,  პარლამენტარ თამაზ ავალიანის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ცვლილებების პროექტი განიხილეს, სადაც ითქვა, რომ ე.წ. სპაისების ტესტი შს სამინისტრომ უკვე შეიძინა

"თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, სპაისების მოხმარება გახდება დასჯადი. ახალგაზრდები იწერენ ინტერნეტით, არავითარი რეგულაცია ამ მხრივ არ არსებობს. სპაისები ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის. მცირეწლოვანი ბავშვები იწერენ ამას და იყენებენ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი კანაბინოიდისგან განსხვავებით 5-ჯერ, 10 -ჯერ უფრო ძლიერია და მძიმე შედეგები მოაქვს ამას,"- განაცხადა თამაზ ავალიანმა.

დეპუტატის თქმით,  აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა ნარკოლოგებან და შს სამინისტროსთან. ტესტების ნაწილი უკვე შემოტანილია და თუ ვინმეს ამოუვარდება, დასჯადი იქნება ჩვეულებრივად, როგორც სხვა ნარკოტიკი. „ციხეში რომ არ ჩაყარონ ადამიანები. ერთი შეკვრა იქნება ადმინისტრაციული დარღვევა,"-აღნიშნა მან. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ე.წ. სპაისების მოხმარება: "სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდებით შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში. ამავდროულად, სინთეზური კანაბინოიდები 5-ჯერ უფრო ძლიერია",-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016