არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაეცვას დიეტა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, წონის დაკლების სურვილი მხოლოდ მირაჟად რჩება.
ამიტომ გთავაზობთ იტალიურ დიეტას, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ. Farfalla, ანუ "პეპლის" დიეტა, ძალიან მოდურია ამჟამად მილანში. ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მილანში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ამ დიეტაზე.
გთავაზობთ 6-დღიან კურსს:
დღე 1
საუზმე - 70 გრ მოთუშული ან მოხარშული საქონლის ხორცი + 2 პომიდორი
სადილი - 200 გრ მწვანე ლობიო + 8 ცალი ზეთისხილი
სამხარი - 3 ცალი ბულგარული წიწაკა+ 6 ცალი სალათის ფურცელი, რომელსაც რამდენიმე წვეთი ლიმონი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ექნება მოსხმული.
დღე 2
საუზმე - 2 ტკბილი ფორთოხალი ან ატამი
სადილი - 70 გრ გრილზე შემწვარი ქათმის ფილე, 4 ფოთოლი სალათის ფურცელი, 3 სადილის კოვზი პარმეზანი (შეგიძლიათ 50 გრ სულგუნითაც ჩაანაცვლოთ)
სამხარი - ერთი მუჭა ნუში + 1 წითელი ვაშლი
დღე 3
საუზმე - 150 გრ თქვენთვის სასურველი კენკრა
სადილი - ხილის სალათა (ვაშლი + მსახალი. ზემოდან მოასხით ფორთოხლის წვენი)
სამხარი - 50 გრ გრილზე შემწვარი ნებისმიერი თეთრი თევზი.
დღე 4
საუზმე - 2 ცალი კაკალი, ერთი მტევანი შავი ყურძენი
სადილი - 1 პორცია პომატ-პასტით მომზადებული სპაგეტი
ვახშამი - 80 გრ მოხარშული ძროხის ხორცი + 2 კიტრი
დღე 5
საუზმე - ერთი მუჭა ნუში და იოგურტი
სადილი - დაბალ ცეცხლზე მოთუშული საქონლის ხორცი პომიდორთან და ბულგარულთან ერთად
სამხარი - შეგიძლიათ გაიმეოროთ სადილისთვის მომზადებული კერძი
დღე 6
საუზმე - 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
სადილი - 70 გრ მოხარშული ბრინჯი და კვერცხი
სამხარი - მწიფე ანანასის მესამედი ნაწილი.
როგორც გვპირდებიან, ამ დიეტის დაცლისას მესამე დღიდან საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობთ და არც მუდმივი შიმშილის გრძნობა შეგვაწუხებს.