reportiori.ge - გადაცემა „რეაქციის“ სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:43
მედია
გადაცემა „რეაქციის“ სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 11:34


დახურული გადაცემა „რეაქციის" სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია „იმედი" დატოვა.


გადაცემის ყოფილმა პროდიუსერმა ვახტან ხუზმიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„დღეს მე და ტელეკომპანია „იმედი" „გავკონტრაქტდით". დავტოვე „იმედი" იმ ჯგუფთან ერთად, ვინც „რეაქციას" ვაკეთებდით - მშვიდობით - არა!!! ნახვამდის!!!" - წერს ხუზმიაშვილი.


ასევე, ტელეკომპანია დატოვეს „რეაქციის" და „იმედის კვირის" პროდიუსერმა სოფო ხუციშვილმა, ასევე „რეაქციის" კიდევ ერთმა პროდიუსერმა და „იმედის კვირის"" ჟურნალისტმა ლევან ჩხაიძემ.


აღნიშნულზე ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:


„ჩემები! მაგრები! ერთგულები, თავმოყვარეები, ომში რომ წავალ მათთან ერთად და ერთი თხილის გულს რომ გავყოფ. ამიტომ მიყვარდა ყოველთვის - სოფო ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, ვახო ხუზმიაშვილი, ყველაზე ერთგული გუნდი, ეგენი აკეთებდნენ გადაცემას... მე ვჩანდი უბრალოდ... არადა, მართლა ყველაფერს ეგენი ამზადებდნენ. ასე... ჩუმად... უპრეტენზიოდ. მე ვჩანდი... ეგენი კი არა. სინამდვილეში მათი გაკეთებული იყო ყველაფერი...

მადლობა, ბავშვებო - ამ ბავშვებმა დატოვეს სამსახური „იმედის" პოლიტ-თამაშების გამო, რასაც მათ მიერ მომზადებული გადაცემები შეეწირა და ამ ადამიანების გამო, ბოლომდე ვიომებ მათთან ერთად, რომ ისევ ვიყოთ ეთერში", - წერს გრიგოლია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016