reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: დიახ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესენი არიან უმადურები ბიძინა ივანიშვილის წინაშე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:50
ინტერვიუ
თამაზ მეჭიაური: დიახ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესენი არიან უმადურები ბიძინა ივანიშვილის წინაშე!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 12:34


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მორიგი თამაში წამოიწყო (მეტი საქმე მაინც არ აქვს) „დაუძლიეს" თუ არა ვეტო, გამოვიდა და დაიწყო:


„მე მგონია, ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული ყოფილიყო პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს პოზიცია არ გაიზიარა. კონსტიტუციაში არსებობს სიმბოლური უფლება კანონზე ხელის არმოწერისა, ვეტოს დაძლევის შემთხევაში. მინდა განვმარტო, რომ ეს არის სიმბოლური უფლება, რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელობა და, რომელიც ჩემი აზრით, უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატურად. ეს მხოლოდ ჟესტი იქნება, რადგან მერე მაინც პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ასეთი ჟესტი უნდა გამოიყენო მაშინ, თუ არასწორი კანონი კი არ იქნება მიღებული, როგორც მე ახლა მჯერა რომ არასწორია, არამედ თუ იქნება ისეთი კანონი მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც ძირითად საკაცობრიო ღირებულებებს, რომელსაც უბრალოდ არ შეგიძლია, ხელი მოაწერო. ასეთი შემთხვევა ახლა არ არის. ახლა არის კანონი, რომელზეც მე შევეცადე, რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, უკეთესი. პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც, იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავისთავზე აიღეს. მე პატივს ვცემ მათ აღებულ პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონს".


ესე იგიო, სიმბოლურად კიდევ მაქვს უფლება, ხელი არ მოვაწერო, მაგრამ, რადგან პარლამენტს პატივს ვცემ, მოვაწერო. გამოდის, აქამდე არ სცემდა პატივს პარლამენტს. პრინციპში, თავისებურად აფერისტობს, თავისი ჭკუით, ბეჭებზე არ ეცემა, იცის, რომ თვითონ თუ არ მოაწერს, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს, კანონი ძალაში მაინც შევა და ამიტომაც ფამილარობს, პატივს გცემთო. პატივი არა, ტოროლა, მარგველაშვილს ხალხი და პარლამენტი რომ მიაჩნდეს რამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოგვაშორებდა და წერტილს დაუსვამდა ფინანსურ ქაოსს. ავი ენები ამბობენ, პრეზიდენტი და მისი გუნდი ქადაგიძესთანაა შეკრული, რაღაც დაინტერესება აქვთ, „მაყუთს" აკეთებენო. მომკალით და არ მჯერა, ამას ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ ორი წლის შემდეგ, როცა სხვა პრეზიდენტი გვეყოლება, ეს მარგველაშვილიც რომ მილიარდერი აღმოჩნდეს და თან იმის მტკიცება დაიწყოს, პატიოსანი შრომით ვიშოვეო, მერე რა ვქნათ? ალბათ, არაფერი, მერე დაიწყება ისევ კოჰაბიტაცია, შენდობა, გარიგება, პატიება და ჰეეე... წავიდა ცხოვრება თავდაღმა.


როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ამბობს „ქრონიკასთან", მარგველაშვილი კი მოაწერს ხელს დ ამას, ფაქტობრივად, აღარც კი აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამაგიეროდ, გარკვეულ ძალებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ სარჩელი და შესაძლებელია, ასე გააჩერონ კანონი. შეძლებს თუ არა, თამაზ მეჭიაური, პარლამენტში შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის ეროვნული ბანკის წიაღში მიმდინარე პროცესებს? მას შემდეგ, რაც მეჭიაურმა მარგველაშვილს შეუტია და შემთხვევით გაპრეზიდენტებული „ენჯეოშნიკი" უწოდა, პარლამენტში ისეთი ფონი შექმნეს „რესპუბლიკელბმა", ალბათ, კომისიაზე საუბარი დროებით გადაიდება. მართალია, მას ბევრი გამოექომაგა და დემურ გიორხელიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყოყოჩებულ 2-პროცენტიან „პოლიტიკოსებს" კარგადაც მოუხაზა, მაგრამ პარლამენტში მაინც მიდის შიდა დუღილი, რომელსაც კოვზს მაინც „რესპუბლიკელები" ურევენ:


„თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე რომ კრიახი ატეხეს გარკვეული კატეგორიის „პოლიტიკოსებმა", სწორედ ბიძინას მეშვეობით რომ დაჯდა მათი კოჭი ალჩუზე, - საკუთარ განცხადებებს გადახედონ, მლიქვნელურსა და მარიონეტულს!


თამაზ მეჭიაური სამგზის თუ ოთხგზის პარლამენტარია! როცა ის პარლამენტარი ხდებოდა დამოუკიდებლად, მაშინ ამ ე.წ. „პოლიტიკოსებს" პარლამენტი სანატრელი ჰქონდათ! ჩვენ ერთ ფრაქციაში ვიყავით, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი თამაზ მეჭიაურის პიროვნება... ამას არ ვამბობ მისი დაცვის მიზნით, თვითონ დაიცავს თავს... არაა მშიშარა"!


თამაზ მეჭიაური „ქრონიკასთან" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დათმობას არ აპირებს. კულუარული ინფორმაციის თანახმად, 2-პროცენტიანებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, იყო თუ არა შეთანხმებული მარგველაშვილზე ე.წ. თავდასხმა ბიძინა ივანიშვილთან? ბატონი თამაზი გვიმხელს, რომ არაფერი არ ყოფილა შეთანხმებული და ამ თემაზე ივანიშვილს არც დაურეკავს, არც პირადად უსაუბრია. ის უფრო იმაზეა განაწყენებული, რომ „რესპუბლიკელები" მას ამ თემაზე პარლამენტში საერთოდ არ ელაპარაკებიან და არც იმ დღეს უთქვამთ რამე, როცა მარგველაშვილს „ენჯეოშნიკობა" და წინდების ქსოვა „წამოაძახა". პრინციპში, წამოაძახა რა, ტყუილი უთხრა რამე? ან ისეთი აღმოჩენა გააკეთა, რაზეც არ დაგვიწერია? როგორც მეჭიაური ამბობს, მას მხედველობაში ჰქონდა უმადურობა და სულაც არ უფიქრია, შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმესთვის.


„დიახ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესენი არიან უმადურები ბიძინა ივანიშვილის წინაშე. რომ არა ეს კაცი, მარგველაშვილი იქნებოდა ერთი რიგითი „ენჯეოშნიკი". მე არასამთავრობოებს შეურაცხყოფას არ მივაყენებდი ერთი მიზეზის გამოც - დღეს საქართველოში ყველაზე დიდი „ენჯეოშნიკი" ბიძინა ივანიშვილია. დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცხადებაში „პიდარასტებთან" ერთად სიტყვა „სომეხიც" ახსენა, უკაცრავად, მაგრამ ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია, დავით ზურაბიშვილი რომელიმე სომეხს სჯობს? ან რა შუაშია აქ სომეხი? სხვათა შორის, მე მგონი, „პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსეულები. აგერ ვარ პარლამენტში, აქ ხმას არ იღებენ, პირადად ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, გამოვიდნენ და გახსნეს საინფორმაციო ფრონტი".


დაბოლოს, უფრო გამწავდება თუ არა დაპირისპირება კოალიციაში და მივა თუ არა საქმე წინასაარჩევნოდ იგივე კოალიციის დაშლამდე? მართალია, თამაზ მეჭიაური ამაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, ფრაქცია „ქართულ ოცნებას" უკვე ყელში აქვს ამოსული „რესპუბლიკელების" ყელყელაობა, თურმე ისინი უჯარო გენერლებივით დადიან და გამარჯობის თქმასაც კი არ კადრულობენ. ამიტომ, ფარულად უკვე მიდის საუბრები იმაზე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისინი უნდა ჩაიხსნან კოალიციიდან, თუ შნო აქვთ, დამოუკიდებლად გამოვიდნენ პოლიტიკურ სარბიელზე და აჩვენონ, რამდენ პროცენტს მიიღებენ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ურეიტინგო პარტიების თრევა სხვის ხარჯზე. „რესპუბლიკელები" უკვე ღიად აცხადებენ, რომ მათ კოალიციიდან ვერავინ გაყრის. არა, თუკი ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა, გაყრიან კი არა, ციმბირსაც აქეთ დაატოვებინებენ, მაგრამ წავა კი ამაზე ივანიშვილი? თუ წავა, თინიკო ხიდაშელი ავტომატს აიღებს ხელში და ძალიან მკვახე ტონით გამოაცხადებს, ქვეყანამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, არიქა, ამერიკელებო, გვიშველეთო. სხვათა შორის, სანამ უმადურ ირაკლი ალასანიას გადააყენებდნენ, მაშინაც ასე ლაპარაკობდნენ, ამერიკელები ამას არ დაუშვებენ, ეს კაცი მაგათი აგენტიაო. არადა, მის ჩამოლაბორატებას ყველა შეეგუა და რომ არა მისი თანაგუნდელების პარლამენტში ყოფნა, შარშანდელი თოვლივით გაქრებოდა. „ქართულ ოცნებაში" უკვე დარწმუნდნენ, რომ კოალიციაში შემავალ ძალებს მაინც ნინო ბურჯანაძე სჯობს, რადგან მას გამოკვეთილი პოზიცია მაინც აქვს. შეიძლება იყოს რაღაც იდეური უთანხმოება, მაგრამ სხვებთან შედარებით სტაბილური და გააზრებული პოლიტიკოსია. ამიტომ, „ქართულ ოცნებას" არ აქვს პრობლემა, თუკი ნინო ბურჯანაძეს თავის გუნდთან ერთად პარლამენტში იხილავენ. ასევე, არ არის პრობლემა ირმა ინაშვილთანაც, ბოლოს და ბოლოს, დიდი სიამოვნებით გაუშვებდნენ „რესპუბლიკელებს" პოლიტიკურ სანაგვეზე და მათ ამ ორი ძალით ჩაანაცვლებდნენ. ნუ გამოვრიცხავთ, რომ სურვილი რეალობად იქცეს და წინასაარჩევნოდ „ოცნებამ" ბურჯანაძე-ინაშვილი დაიახლოოს. „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო", სწორედ ასეა „რესპუბლიკელების" საქმე, მათ მეჭიაურთან დაპირისპირებით კიდევ ერთხელ გაიარეს ქართველი ხალხის თვალში ლუსტრირება და დაამტკიცეს, რა უჯიშოები არიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთხმად აღიარეს, ჩვენ სოროსელები ვართ, სული დიდი ხნის წინ გავყიდეთ, რა პრობლემააო? არადა, ეს პრობლემა კი არა, ძალიან დიდი უბედურებაა!

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016