reportiori.ge - მამუკა კვარაცხელია: ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მან ბრძოლა წამოიწყო ჩემს წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:57
სპორტი
მამუკა კვარაცხელია: ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მან ბრძოლა წამოიწყო ჩემს წინააღმდეგ!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 15:32


9 სექტემბერ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ „ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში" პრესკონფერენცია მოაწყო და ზვიად სიჭინავას გადადგომას დადგმული სპექტაკლი უწოდა. მისი თქმით, მისი სიტყვები, რომელიც სიჭინავას შესახებ გაცხადდა, დამახინჯებულია. მამუკა კვარაცხელია განმარტავს:


„სხვისი არ ვიცი, მე კი ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემდი იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ და მშობლიურ სამეგრელოში საკუთარი ფულით ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ააშენა, სადაც ბავშვები უფასოდ დადიოდნენ და ამით უდიდესი საქმე გააკეთა.

 

მისი დამსახურებაა „ლოკომოტივის" (მიხეილ მესხის) სტადიონის გადარჩენა, რადგან სტადიონი უკვე გაყიდული იყო! მის აქტივშია ნაკრების ბაზის კეთილმოწყობაც... ვცდილობდი, ეს დამეფასებინა, მაგრამ პირველი ის გადავიდა ზღვარს - ბინძური ბრძოლა წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, თანაც აბსოლუტური სიცრუე თქვა!..

 

...აი, რა ვთქვი 5 სექტემბერს პრესკონფერენციაზე: „ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე. მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა".

 

...და აი, რა ტყუილი თქვა ჩემ საპასუხოდ ზვიად სიჭინავამ 7 სექტემბერს:

 

„პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს (ალბათ, არჩევნებს გულისხმობს - მ.კ.). ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი საშა ჩივაძე შეასრულებს".

 

- თუ გადადგომა უნდოდა, ბატონი ზვიადი მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა:

 

1) საქართველოს ჩემპიონატში, ჰოი საოცრებავ, ორმა გუნდმა გაიმარჯვა და მხოლოდ უეფას ჩარევით დადგინდა საქართველოს ჩემპიონი!

 

2) ქართული ფეხბურთი ბინძურმა სამსაჯო და ტოტალიზატორების სკანდალმა მოიცვა, რაც ისევ და ისევ უეფას ჩარევით გამოაშკარავდა!

 

3) დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს და ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალურ მატჩში წაგება ჩაეთვალა!

 

4) არადისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა არ ათამაშეს და ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შესარჩევი მატჩი პოლონეთთან!

 

5) საქართველოს რეესტრში 2014 წლის 21 ივლისს გატარებული წესდება დაამახინჯეს და პუნქტები შეუცვალეს!

 

აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!" - აცხადებს კვარაცხელია.





წყარო:

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო"

sportall.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016