reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: აგერ, საფრანგეთის პირველმა არხმაც - TF1 გაუშვა ყველაზე ცნობილი წამყვანი - კლერ შაზალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
მედია
გიორგი ფოფხაძე: აგერ, საფრანგეთის პირველმა არხმაც - TF1 გაუშვა ყველაზე ცნობილი წამყვანი - კლერ შაზალი
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 15:52


გადაცემა „რეაქციის" სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია „იმედი" დატოვა. გადაცემის ყოფილმა პროდიუსერმა ვახტან ხუზმიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:


„დღეს მე და ტელეკომპანია „იმედი" „გავკონტრაქტდით". დავტოვე „იმედი" იმ ჯგუფთან ერთად, ვინც „რეაქციას" ვაკეთებდით - მშვიდობით - არა!!! ნახვამდის!!!" - წერს ხუზმიაშვილი.


ტელეკომპანია დატოვეს „რეაქციის" და „იმედის კვირის" პროდიუსერმა სოფო ხუციშვილმა, ასევე „რეაქციის" კიდევ ერთმა პროდიუსერმა და „იმედის კვირის" ჟურნალისტმა ლევან ჩხაიძემ.


სოფო ხუციშვილის გვერდზე საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე კომენტარის სახით წერს:


„აგერ, საფრანგეთის პირველმა არხმაც TF1 გაუშვა გუშინწინ ყველაზე ცნობილი წამყვანი კლერ შაზალი, „ინფორმაციის დედოფლად" წოდებული ქალბატონი... თან როგორ გაუშვა, იცი? მივიდა სამსახურში, დირექტორი დახვდა ნიუს რუმში და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გადასცა... როგორც ბოროტი ენები ამბობენ, არხის მეპატრონე ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის უახლოესი მეგობარია და სარკოზის კიდევ „ნერვებს უშლიდა" კლერ შაზალი, რომელიც 25 წელი ამ არხის შეუცვლელი სახე იყო", - წერს გიორგი ფოფხაძე.



http://www.lesechos.fr/tech-medias/medias/021309553660-claire-chazal-quitte-les-jt-de-tf1-1153175.php#xtor=CS1-60


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016