ორთაჭალის ხედი ავლაბრიდან
იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისათვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის - მუშტაიდი, ამიტომ ეს დღეობებიც ყარაჩოღელთათვის ერთი იმ გასართობთაგანი იყო, სადაც ჯანსაღ ბუნების წიაღში დაგუბებულ გრძნობას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ და მთელი სამი დღის განმავლობაში ჯიგრიანად ლოთობდნენ".
ნარიყალა და მეჩეთი
ნარიყალა - ციხე ამ სახელწოდებით წყაროებში პირველად მოხსენიებულია გერმანელი მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის (Güldenstädt J.A.) წიგნში „მოგზაურობა კავკასიაში 1770-1773 წლებში". მწერალი თბილისში 1771 წლის ნოემბერ-დეკემბერში იმყოფებოდა: „დედაქალაქი განთავსებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე... ქალაქს თითქმის ბლაგვი სამკუთხედის ფორმა აქვს და შემოსაზღვრულია აგურის კედლით... აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს პატარა ციხესიმაგრე ნარიყალა და დასავლეთით - სიმაგრე შარდახტი. მათ შორის კედელი 600 საჟენი სიგრძისაა, მთლიანად ქალაქის გარშემოწერილობა კი 1500 საჟენს შეადგენს. ამ პატარა სივრცეში კი, დაახლოებით, 20 000 ადგილობრივი ცხოვრობს".
ლეღვთახევი
ძველი თბილისის ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენება 1429 წელს.
ბოტანიკური ბაღის შესასვლელი
თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია მე-17 საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს, კერძოდ, 1625 წლიდან. ბაღი ქართველი მეფეების სასახლეს ესაზღვრებოდა და ამიტომ უწოდეს „სამეფო ბაღი". იყო სხვა სახელებიც: „ციხის ბაღი", იგივე „სეიდაბადის ბაღი", „ცოდნის წყარო". მის შესახებ საინტერესო ცნობები მოიპოვება ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ჩანაწერებში (1672 წ); ბაღი მოხსენიებული აქვს თავის ჩანაწერებში ბოტანიკოს ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორსაც (1701 წ), რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში ესტუმრა თბილისს. რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდგომ კი სახელმწიფო საკუთრება გახდა და 1845 წელს ოფიციალურად მიიღო ბოტანიკური ბაღის სტატუსი.
აბანოთუბნის ხედი ნარიყალიდან
„წყალი, რომელიც უცეცხლოდ დუღს" - ასე მოიხსენიებდა მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი თბილისის გოგირდის აბანოებს; „სიცოცხლის განმავლობაში თბილისის აბანოებზე საოცარი რამ არ მინახავს" - ამბობდა „ჭრელ აბანოში" სტუმრობით აღფრთოვანებული ალექსანდრე პუშკინი (1829 წ.). გოგირდოვანი წყლების სიმხურვალეზე წერდა დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.
მეჩეთი
ნარიყალას ძირში 1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომელთაც იმხანად თბილისი ეკავათ, ააშენეს სუნიტური მეჩეთი, რომელიც 1740 წელს სპარსელებმა დაანგრიეს.
1846-1851 წლებში მეჩეთი აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის დასასრულს ისიც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია.
ქალაქის ხედი ნარიყალადან
თანამედროვე ძველი თბილისი.
wyaro: funtime.ge, ივანე გოლიაძე