reportiori.ge - „მინდა, ჩემს საყვარელ მკითხველს, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო!“ - სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსი“ იუბილარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:35
მედია
„მინდა, ჩემს საყვარელ მკითხველს, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო!“ - სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსი“ იუბილარია
ავტორი:
11 სექტემბერი, 2015. 12:13


საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსი" იუბილარია. სააგენტოს დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს:


„ზუსტად 2 წლის წინ, რამდენიმე ადამიანმა გავრისკეთ და ჩავიფიქრეთ, გაგვეკეთებია საინფორმაციო სააგენტო.  ეს ჩანაფიქრი  განხორციელდა კიდეც და ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა საინფორმაციო  სააგენტო  www.exclusivenews.ge.

 

2013 წლის 10 სექტემბერს 00:27 საათზე, „ექსკლუზივ ნიუსზე"  პირველი სტატია,  სათაურით: „ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გარემოცვას მოპარული 19 მილიარდის უკან დაბრუნება მოსთხოვა!" აიტვირთა.

 

ეს იყო პირველი განცდა, სიხარული, ნერვიულობა და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, თუ როგორ მიიღებდა ამ ჩვენს თამამ გამოწვევას  ქართველი მკითხველი.

 

იყო გაკვირვება, იყო გამოხმაურება, იყო აგრესია, იყო მხარდაჭერა და ასევე იყო ძალიან ბევრი სიბინძურე, ამასთანავე სითბოც.

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსის" მცირე სარედაქციო ჯგუფმა, ყველას გასაკვირად, ძალიან სწრაფად წარმოუდგენელ დროში, შეძლო და საიტზე თავისი მუხლჩაუხრელი შრომითა და თავდადებით, ათასობით მკითხველი შემოიყვანა.

 

თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული გვქონდა ის რისკი. რაზეც ჩვენი თამამი სიტყვით, სწორედ, რომ მეტად რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ინტერნეტ-სივრცეში ჩვენი გამოჩენა მოხდა, დაკავშირებული იქნებოდა ძალიან ბევრ უსიამოვნებასთან და იმ დიდ შეურაცხყოფებთან, რაც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან თუ ლიდერისგან მივიღეთ. თუმცა,  ეს ყველაფერი ამად ღირდა, რადგანაც საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსმა", რომელზეც რამდენჯერმე კიბერ თავდასხმა მოხდა და ყოველი დღე, ჩვენთვის ხიფათის შემცველი იყო, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი სიმწრით და შრომით შექმნილი, „პატარა" სააგენტო ინტერნეტ-სივრციდან გამქრალიყო.

 

ასე თუ ისე, დიდი წვალებით და შრომით, მცირე ფინანსური შესაძლებლობით და ასევე მცირე, სარედაქციო ჯგუფით აქამდე მოვაღწიეთ. გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ „ექსკლუზივ ნიუსმა"  თავისი სიმართლით, ობიექტურობით, შეუპოვრობით ინტერნეტ-სივრცეში საკუთარი ადგილი დაიკავა. დღესდღეობით სააგენტოს  ათასობით მკითხველი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პიარ-სამსახურებს (თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისს)  ოფიციალურად ერთი ნიუსიც არ მოუწოდებიათ, ჩვენ მაინც ვახერხებდით და უმნიშვნელო ამბავსაც უშურველად და უანგაროდ ვავრცელებდით.

 

და ბოლოს, მინდა, ჩემს საყვარელ მკითხველს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, კრიტიკისთვის, ობიექტური თუ სუბიექტური შეფასებისთვის, უღრმესი მადლობა გადავუხადო!

 

პატივისცემითა და დიდი სიყვარულით, „ექსკლუზივ ნიუსის" დამფუძნებელი და რედაქტორი  - დარეჯან ლიპარტელიანი.



წყარო: http://exclusivenews.ge/?page=view&artid=21784


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016