reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: ამაზრზენია, როცა თოქ-შოუს დახურვას აპროტესტებენ ისინი, რომლებმაც „იმედი“ დაარბიეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:39
მედია
სანდრო ბრეგაძე: ამაზრზენია, როცა თოქ-შოუს დახურვას აპროტესტებენ ისინი, რომლებმაც „იმედი“ დაარბიეს!
ავტორი:
11 სექტემბერი, 2015. 13:01


„ჩვენს ხელისუფლებას არათუ რომელიმე კერძო ტელეკომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართაც კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!" - ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს. ბრეგაძე მედიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

 

„თოქ-შოუების დახურვას ვერანაირად მივესალმები და მიმაჩნია, რომ მედიაში მრავალფეროვნება აუცილებელია, მაგრამ სრული აბსურდი და პირდაპირ ვიტყვი - უსინდისობაა იმის თქმა, რომ რომელიმე პოლიტიკური თოქ-შოუ ხელისუფლების ზეწოლით დაიხურა!

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ტელევიზია - „მეცხრე არხი" - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დახურა, რადგან მიაჩნია, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას კონტროლირებადი მედიასაშუალება არ უნდა ჰქონდეს! ამის შემდეგ რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა დააბრალოს ბიძინა ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლა?

 

და კიდევ:  ამაზრზენია, როცა „იმედის" არხზე თოქ-შოუს დახურვას აპროტესტებენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებმაც 2007 წელს „იმედი" დაარბიეს, დახურეს და ბადრი პატარკაციშვილის მიერ შექმნილ ტელეკომპანიას მაროდიორებივით დაეპატრონენ!

 

სამარცხვინოა, რომ ნაციონალები დღეს ვითომ იმ ჟურნალისტებს ექომაგებიან, რომლებსაც 8 წლის წინათ 2-მეტრიანი სპეცრაზმელები მიუქსიეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.




წყარო: „ასავალ-დასავალი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016