reportiori.ge - ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,7 ათას ტონამდე ყურძენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:22
რეგიონები
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,7 ათას ტონამდე ყურძენი
ავტორი:
12 სექტემბერი, 2015. 19:19


ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,7 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის გადამუშავებულია 1 235 ტონამდე რქაწითელი, 1 604 ტონამდე საფერავი, 346 ტონამდე კახური მწვანე და 2 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.


რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, გურჯაანის რაიონის სოფლებშიც დაიწყო.


კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.


ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.


რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ-საიტი www.rtveli2015,gov.ge.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016