reportiori.ge - დედა კოცნის დროს შვილს სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:56
სხვადასხვა
დედა კოცნის დროს შვილს სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს
ავტორი:
13 სექტემბერი, 2015. 16:44




ბავშვის გაზრდა-განვითარება დედის კოცნისა და ალერსის გარეშე წარმოუდგენელია. დაბადებისთანავე ბავშვი გარემოს შეცვლის გამო დიდ სტრესს განიცდის - დედის თბილი მუცლიდან ცივ სამყაროში ხვდება. ამიტომაც პატარები სულ სითბოსა და ალერსს საჭირობენ. ეს მიჯაჭვულობა დედისადმი მერეც გრძელდება - ნატკენი თითი უფრო მალე მოურჩება, თუ დედა აკოცებს. როცა ავადაა, უფრო მალე მორჩება, თუ დედა გვერდიდან არ მოცილდება...



ბავშვის მოფერებაში საზღვრების დაცვა ძალიან ძნელია. ფუნჩულა ლოყებიდან დაწყებული, ფეხის თითებით დამთავრებული შეიძლება იმდენ ხანს კოცნო, რომ ლამის შემოგეჭამოს. ხშირად მშობლები პატარებს ტუჩებშიც კოცნიან. ეს მომენტი ზოგს აღიზიანებს და დაუშვებლად მიაჩნიათ. ფუქრობენ, რომ ამით ბავშვებში სექსუალურ მიდრეკილებებს ნაადრევად გააღვიძებენ. ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ ვერანაირი კოცნებით ბავშვში სექსუალურ შეგრძნებებს დროზე ადრე ვერავინ გააღვიძებს. მათი თქმით, უნდა მივენდოთ მშობლის ინსტინქტს და ისე მოვეფეროთ პირმშოს, როგორც გული გვეუბნება. თუმცა რასაკვირველია, ყველაფერში არსებობს გარკვეული ზღვარი და ზომიერება.



სხვათა შორის მეცნიერებმა ახსნეს ის სიტყვები, რითაც ჩვენ ბავშვებს ვამშვიდებთ, როცა რამეს იტკენს: "მოდი, გაკოცებ და მოგირჩება". თურმე ეს შემთხვევითი სიტყვები არის - დედა

კოცნის დროს შვილს იმ სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს, რომლებიც გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ იმუტეტის გაძლიერებაში ეხმარება.



ბავშვის კოცნა აუცილებელია - ბავშვებს, რომლებსაც არ კოცნიან, თავდაჯერება აკლიათ, დაბალი თვითშეფასება აქვთ, მშფოთვარენი და კომპლექსიანები არიან.



ზოგჯერ მშობლები 3-4- წლის ბიჭუნას მოფერებას უკვე ერიდებიან - გოგოსავით ნაზი გაიზრდებაო. სინამდვილეში, მოფერებაში გაზრდილი ბიჭები ხშირად უფრო ვაჟკაცურები იზრდებიან. მათ სიყვარულიც იციან და არ ეშინიათ შეყვარების, იციან როგორ გაუნაწილონ სიყვარული სხვებს.



როგორ უნდა გასცეს ადამიანმა ის, რაც არ მიუღია? ამიტომაც კოცნეთ, ეფერეთ და ნაზი სიტყვები უთხარით თქვენს შვილებს. ამით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მუხტს გადასცემთ.

ეს ემოცია კი წარმოწმნის ისეთ ჰორმონებს, როგორიცაა:

ადრენალინი - აძლიერებს გული კუნთის კუმშვას

ოქსიტოცინი - ავითარებს მიჩვევის გრძნობას

დოფამინი - საჭიროა ემოციებთან და ტკივილებთან გასამკლავებლად

სეროტონინი - გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე.

დაბოლოს - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის. არსებობს მოსაზრება, რომ ამას ჯერ კიდევ დედის წიაღში მივეჩვიეთ. მათ ახსოვთ ეს კოცნები.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016