reportiori.ge - ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:54
ეკონომიკა
ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 00:27


რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.

ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება.


თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ. პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე: ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია), კონსტიტუციის ქუჩა, ნორიოს აღმართი (კუკია), პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი), პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი) და რესპუბლიკის მოედანი; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე: დაბა წყნეთი, 9 ძმის ქუჩა (კუკია), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, გობრონიძის ქუჩა (მუხიანი),, ლიბანის ქუჩა (ავჭალა), პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი), ჩოლოყაშვილის ქუჩა, ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი).


ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოწყობილია საქართველოს ყველა რეგიონში. თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016