reportiori.ge - ილია მეორე: თქვენი პირველი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:40
რელიგია
ილია მეორე: თქვენი პირველი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 10:48


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილ ახალგაზრდებს, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


პატრიარქმა ქადაგებისას ახალგაზრდებს მიმართა, რომ წიგნს უნდა კითხულობდნენ, რომელიც გაუკვლევს გზას ჭეშმარიტებისაკენ. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, რომ ახალგაზრდების მიერ მიღებული განათლება სასარგებლო იყოს მათთვის და ქვეყნისათვის.


„სასწავლებელი ეს არის ის დაწესებულება, სადაც ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს და შეიძლება არაფერი არ გამოიტანოს სასწავლებლიდან. ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენზე. თქვენი პირველი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ გაიგნებთ გზას ჭეშმარიტებისაკენ.


ამ გასაღებით შენ უნდა გააღო ის დარბაზი, რომლითაც მიიღებ განათლებას. განათლება ღვთისაგან ბოძებული მადლია. ადამიანი ღირსი უნდა იყოს, რომ უფლის მადლი გადმოვიდეს მის გონებაზე", - განაცხადა პატრიარქმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016