reportiori.ge - საპატრიარქო ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:53
რელიგია
საპატრიარქო ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს...
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 22:51


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს და აზევს კურთხვეას, რომ  21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო".



„ა.. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...", - ნათქვამია განცხადებაში.


ამავე დღეს, 12:00 საათზე, მოხდება ჯვრის აღმართვა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზეც.


ეს ჯვარი წინა დღეს, 20 სექტემბერს დასვენდება მახათაზე მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც 19:00 საათზე მოხდება მისი კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II მიერ. ნაკურთხ ჯვართან მისვლის და მთხვევის შესაძლებლობა მრევლს ექნება მის აღმართვამდე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016