reportiori.ge - ილია მეორე: მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:33
რელიგია
ილია მეორე: მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს...
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 03:47


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს, ყოფით ცდუნებებს ნუ აჰყვებიან.


"დრონი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. საოცარი დროა, ხდება სიმდიდრის, სიკეთის გადაფასება. ყველაფრის გადაფასება ხდება. ყველაფერი იცვლება. ის, რაც ჩვენს წინაპრებს ბოროტებად, ცოდვად მიაჩნდათ, ცდილობენ გაავრცელონ არასიწმინდე, არასიკეთე, ამ ცვალებადობის დროს ადამიანმა საღი გონება უნდა შეინარჩუნოს. მდინარე მიდის, ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ მდინარის წინააღმდეგ სვლა გვიხდება. განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალგაზრდებზე ვისაუბრო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდობა სასოწარკვეთილებაში ვარდება.

გამოცდებს აბარებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა, სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016