reportiori.ge - გურიის რეგიონული ფედერაცია დელეგატის გარეშე დარჩა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:56
სპორტი
გურიის რეგიონული ფედერაცია დელეგატის გარეშე დარჩა
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 00:36


საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ დელეგატს უფლებამოსილება გაუუქმა.


ტრიბუნალმა გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, უარყოფილი იქნა მოთხოვნა ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ. ასევე გაუქმდა სფფ-ს აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლის თანახმადაც გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.


"ბათილად იქნეს ცნობილი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის სხდომის ოქმი როგორც გრფფ-წესდების დარღვევით ჩატარებული სხდომის ოქმი. დაევალოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დანიშნონ გამგეობის სხდომა გრფფ-ს  წესდების 5.11 მუხლის მიხედვით. დაევალოს გრფფ-ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსლ პირებს გრფფ-ს. წესდების შესაბამისად ჩატარდეს გამგეობის სხდომა, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სფფ-ს 24-საარჩევნო ყრილობაზე დელეგის დანიშვნის შესახებ. უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს გრფფ-წესდების 5.12 და  გრფფ-წესდების მე-10 მუხლების ნორმები. ხოლო გამგეობის სხდომა ჩატარდეს 2015 წლის 23 სექტემბრამდე. გრფფ-ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დაევალოთ სფფ-აღმასკომის წინაშე წარმოადგინონ გრფფ-წესდების  5.13 მუხლის შესაბამისად შედგენილი გამგეობის სხდომის ოქმი. დაევალოს სფფ-აღმასკომს დაუყოვნებლივ განიხილოს გრფფ-მიერ ოქმით წარდგენილი კანდიდატურის სფფ-ს 24-საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცების საკითხი სფფ-წესდების შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბრისა", - ნათქვამია საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში.


გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად სფფ-ს და გრფფ-ს ყველა წევრისათვის მისი გამოქვეყნების თანავე.  გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016