reportiori.ge - ხარაგაულში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:30
რეგიონები
ხარაგაულში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 20:07


2015 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაცი მდივანი ქეთევან გოგელია, გამგეობის წევრი რუსუდან დარჩიაშვილი ეწვივნენ დაბა ხარაგაულს. რაიონის სოციალურმა სააგენტომ და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოცსოციალურმა განყოფილებამ ასოციაციას მოაწოდა იმ შშმპ საბუთები, რომელთაც ესაჭიროებოდათ აქტიური და სტანდარტული ეტლები. ხარაგაულის რაიონმა 2014 წელსაც მიიღო ასოციაციისაგან ანალოგიური ეტლები (13 ცალი). ეტლების (17 ცალი) ტრანსპორტირება უზრუნველყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ასოციაციის ქალბატონებმა კი ისინი დაარიგეს. პირველ ყოვლისა, ასოციაციის წევრები შეხვდნენ გამგეობის თანამშრომლებს, შშმპ ოჯახის წევრებს და


სხვადასხვა სოფლის რწმუნებულს ან დეპუტატს (მათ მიუტანეს ადგილზე ზოგიერთ ბენეფიციარს ეტლი), ისაუბრეს რაიონის პრობლემებზე, შემდეგ კი გადასცეს ეტლები.  დაბა ხარაგაულის და ზოგიერთი სოფლის (ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი) შშმპ თავად ქალბატონებმა შინ მიუტანეს ეტლები. ასოციაციის ქალბატონებმა ოჯახებში მისვლისას ნახეს უკიდურესი გაჭირვება, ბენეფიციართა ოჯახებს


შესაბამისი სარეიტინგო ქულები არ აქვთ მინიჭებული სოციალური სააგენტოს მიერ, ამიტომ ყოველთვიურ სოც. დახმარებაც შეჩერებული აქვთ, ჩვილ ბავშვებს ვერ კვებავენ ხელოვნური საკვებით და სხვ.


აქციაში მონაწილეობდნენ  ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის თანამშრომელი ეკა შავიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  მანანა ბარბაქაძე,  ასოციაციის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე. ასოციაციის თავმჯდომარემ მაია


კვეზერელი-კოპაძემ რაიონის ხელმძღვანელობას აღუთქვა სარეიტინგო ქულებით ოჯახების შეფასებისას არსებული ხარვეზების პრობლემის წამოჭრას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სამინისტროს წინაშე, ხოლო შეჭირვებული ოჯახების ჩვილი ბავშვების ბავშვთა კვება „ჰუმანას" პროგრამაში ჩასმას.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016