reportiori.ge - ილია მეორე: ღვთისმშობელი თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას არ ტოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:30
რელიგია
ილია მეორე: ღვთისმშობელი თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას არ ტოვებს
ავტორი:
21 სექტემბერი, 2015. 03:28


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა.


ჯვრის კურთხევამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.


"მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით", - ბრძანა უწმინდესმა.


ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა, რის შემდეგაც ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება მიეცა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატებს ჩუქნიან. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წაიკითხონ.

ჯვრის კურთხევას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016