კაფე „აკადემიაში"ჟურნალისტებისთვის ნარდში მედიატურნირი გამართა. ორგანიზება კომპანია „კრისტალბეთმა" გაუწია.
თითო მედიასაშუალებიდან გუნდის სახით წარმოდგენილი იყო სამი თანამშრომელი.
21 კომპანიის 64 ჟურნალისტი 1/32 ფინალიდან ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა ერთმანეთს. ტურნირის საპრიზო ფონდი 3000 ლარი გახლდათ.
გათამაშების გამარჯვებული ტელეკომპანია „მაესტრო" და მისი წარმომადგენელი ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში გაზეთ „მესენჯერის" რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.
შესაბამისად, მას საპრიზო ფონდის ყველაზე სოლიდური წილი - 1700 ლარი გადაეცა, ხოლო მეორეადგილოსანს 800 ლარი ერგო.
გაიმართა მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაც, ნახევარფინალში დამარცხებულ წყვილს შორის, რომელშიც სააგენტო „fact2.ge"-ის გუნდის წევრმა კახა დარბაიძემ „პირველი არხის" ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური დაამარცხა და 500 ლარი მიიღო.
პრიზი ერგო ტურნირის საუკეთესო მანიდილოსან მოთამაშესაც. „აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი ნინო ნუცუბიძე, გამორჩეული ასპარეზობისთვის ლოპოტაზე ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდა.
გარდა ამისა ყველა მონაწილეს „კრისტალბეთის" ანგარიშზე საჩუქრად დაერიცხა 50 ლარი.