საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბრისთვის, უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.4086 ლარად იქნება შესაძლებელი. 1 ევრო კი, 2.6880 ლარი ეღირება.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0413 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6880 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7632 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0752 ლარი შეადგინა.